მთავარისიახლეებიმსოფლიოანკარაში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

ანკარაში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

Published on

ანკარაში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Haberturk ავრცელებს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 05:00 საათზე აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართულებით ოთხი  ან  ხუთი გასროლა განხორციელდა.
 
თურქული მედია წერს, რომ გასროლა თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილიდან მოხდა, რომელიც ათათურქის ბულვარის მიმართულებით მოძრაობდა. ტყვიები დიპლომატიური მისიის დამცავ პოლიციის ჯიხურს მოხვდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამართლადამცველები მუშაობენ.
 
თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დაძაბულია. მიზეზი თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავება და თურქულ ალუმინსა და ფოლადზე აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდაა.
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...