მთავარისიახლეებიმსოფლიობატი გუგუ ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში „ჩაირიცხა“

ბატი გუგუ ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში „ჩაირიცხა“

Published on

ბატმა, სახელად გუგუ, ჩინეთის უნივერსიტეტში ადგილი “გაინაღდა”. ბატი პრესტიჟულ ჩინურ უნივერსიტეტში მას შემდეგ “მიიღეს”, რაც მისმა პატრონმა შანხაის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხვის შემდეგ Weibo-ზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ ბატი გუგუს მოვლას ვერ შეძლებდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.სტუდენტმა გოგომ, აღნიშნულის გამო, დახმარება შანხაის საზღვაო აკადემიას სთხოვა. უნივერსიტეტმა მას მალევე უპასუხა და ბატი გუგუს უნივერსიტეტში “ჩარიცხვა” Weibo-ს ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.
 
სასწავლო დაწესებულებამ გავრცელებულ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გუგუს “ბატების დიდ ოჯახში” დიდი სიხარულით მიიღებდა.
 
ბატი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ტბასთან ახლოს იცხოვრებს, სადაც მისთვის უსაფრთხო გარემოა – წერს BBC.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...