მთავარისიახლეებიპოლიტიკაგზა, რომელიც ბუჩქებისკენ მიდის. ვინ დაიცავს ხალხს ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი ლაფსუსებისგან...

გზა, რომელიც ბუჩქებისკენ მიდის. ვინ დაიცავს ხალხს ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი ლაფსუსებისგან , საკითხავი აი ეს არის

Published on

 
თუ ტელერადიო კომპანია ,,ოდიშის’’ ოფისში  მოხვედრა მაინცდამაინც ახალი ზებრა გადასავლელის გავლით გსურთ,  ან ბარიკადებზე გადახტომა ( ჩვენებურად გინოჯერგუა, გინობერღუა)  უნდა ისწავლოთ, ან განწირული ხართ ბუჩქებში აღმოჩნდეთ.
 
ეს მედიასთან ხალხის კომუნიკაციისთვის დაწესებული რაღაც ახალი ტიპის დაბრკოლებაა და ზუგდიდის მერიას ამაყად შეუძლია სცადოს მისი დაპატენტება სიახლისა და კურიოზულობის ნიშნით. არა გვგონია, მედიის მიჯირყვნის სურვილით ატანილმა   ოლიგარქმა და პრეზიდენტის პოსტზე მისმა ახალმა, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ,,ტვინგანძრეულმა'' ფავორრიტმა  ამაზე უარი უთხრან.
 
 
ჩასაფრებულობას ნურავინ დაგვწამებს, რადგან ,,ოდიშის’’ თანამშრომლებიც მივესალმეთ და სიმპათიით  ვადევნებდით თვალს, როგორ მიმდინარეობდა ზებრა გადასასვლელების განახლების პროცესი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს კრეატიულობით ცნობილი  ახალგაზრდების  ხელით კეთდებოდა, მაგრამ კრეატივიც არი და კრეატივიც.
 
იქნებ, სანამ გადასასვლელის ხაზვაში ახალგაზრდები მიწას ხედავდნენ მხოლოდ , მას, ვინც მათ ეს ადგილი მოუნიშნა,  ცოტა ზემოთაც აეხედათ, და მაშინ აცდებოდათ  ქილიკი, რომელიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატყდა:
 
,,ეგ ჯერ არ არის დასრულებული, გაზონი და ტროტუარი უნდა გადაიტანონ სხვა მხარეს, რომ ზებრაზე გადავიდეს ხალხი; ‘’
 
,,უბრალოდ გაზონი არასწორ ადგილზე დაპარკირდა ‘’ – წერენ სოციალური ქსელი მოხმარებლები 
 
 
  არიან ისეთებიც, ვინც ,,ოდიშის’’ თანამშრომლებს გვირჩევს დავიცვათ მწვანე საფარი ზებრისგან, რომელიც მისი გადათელვით იმუქრება. 
 
ბუჩქებს კი დავიცავთ, მაგრამ ვინ დაიცავს ხალხს ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი ლაფსუსებისგან , საკითხავი აი ეს არის. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...