მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია სენაკში - უშაფათის მოსახლეობა გზების აღდგენას ითხოვს

აქცია სენაკში – უშაფათის მოსახლეობა გზების აღდგენას ითხოვს

Published on

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის მოსახლეობა წყალდიდობის შედეგად დანგრეული ხიდის და გზის აღდგენას ითხოვს.
 
მათი თქმით, 60-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და დასახლებაში მისვლა ავტომობილით შეუძლებელია.
 
სოფელ უშაფათში სტიქიის გამო,ინფრასტრუქტურის გარდა, მოსავალიც განადგურდა.
 
მოსახლეობის მტკიცებით, სტიქიის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ ჩაუტარებია.დაზარალებულებს სოფელ უშაფათის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა, რის შემდეგაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
 
სოფლის მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
 

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....