მთავარისიახლეებიპოლიტიკაქორწინება ,,ქართულ ოცნებასთან'' - ზურაბიშვილისა და უსუფაშვილის შანსები

ქორწინება ,,ქართულ ოცნებასთან” – ზურაბიშვილისა და უსუფაშვილის შანსები

Published on

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ  რომ "ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს. 
 
ზურაბიშვილის თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მას არ აქვს სურვილი უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს.
 
"ახლა აბსურდული რაღაც უნდა ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ზურაბიშვილის მიმართ, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი – შენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში შენ იყო რეალისტი და უყურებდე, რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის რომელიმე სხვა  კანდიდატის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ეს კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება. 
,,პირადად მე ვიყავი და ვარ მომხრე იმისა, რომ არჩევნებში მმართველი გუნდი პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატით იყოს წარმოდგენილი, თუმცა,, რაკი უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატი არ წარადგინოს და შესაძლოა მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს, პირადად  მე  ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებ – აცხადებს იგი . 
 
 
“თუ ჩვენ სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს, ვივლი და ჩემს მაჟორიტარულ ოლქში სალომე ზურაბიშვილს დავუჭერ მხარს. გასაგებია, რომ უმრავლესობაში მყოფი 116 ადამიანი ერთი გემოვნების ვერ იქნება – ზოგს მოსწონს, ზოგს – არ მოსწონს, მაგრამ არსებობს დისციპლინა, არსებობს გადაწყვეტილება და თუ ერთი გუნდი ვართ, გუნდის გადაწყვეტილებას ყველა ერთად აღვასრულებთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 
 
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია “ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ “უმრავლესობა და “ქართული ოცნება“ ინტრიგებში არ ეხვევა“
 
“არა მგონია, “ქართულმა ოცნება“ დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი. უსუფაშვილი ერთხელ უკვე იყო კოალიციაში “ქართულ ოცნებასთან“ და გზები გაიყარა. რამდენჯერ უნდა დაქორწინდნენ და გაიყარნონ?! არ მგონია, ეს მოხდეს – ეს არის ჭორი და ინტრიგა! ჩემი აზრით, ჩვენ ან სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს ან საერთოდ არავის. ეს ასე მოხდება“, – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა. 
 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...