მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,დღეს ასი ათასივე აფხაზი რომ გამოვიდეს მოედანზე და იყვიროს ქართველებთან...

,,დღეს ასი ათასივე აფხაზი რომ გამოვიდეს მოედანზე და იყვიროს ქართველებთან გაერთიანება გვინდაო …” – პრეზიდენტი სააკაშვილი ,,რბილი ძალის” სტრატეგიაზე

Published on

 დროის საკითხია,  როდის მოხდება აფხაზებისა დაქართველების ხელახალი გაერთიანება და როგორი ფორმით. მაგრამ მოსკოვში ცვლილებების გარეშე ეს წარმოუდგენელია. ასი ათასივე  აფხაზი რომ გამოვიდეს მოედანზე და იყვიროს ქართველებთან გაერთიანება გვინდაო , საკმარისი იქნება რუსული ჯარის სულ ერთი ბრიგადა, რომ ამ პროტესტისაგან არაფერი დარჩეს.  – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ,,ნოვაია გაზეტასათვის'' ამ რამდენიმე დღის   წინათ მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც  მრავალ სხვა საკითხთან ერთად იგი საუბრობს ,,რბილი ძალის'' სტრატეგიაზე სეპარატისტული რეგიონების მიმართ. ამ სტრატეგიის არსი მდგომარეობს საქართველოს იმგვარად განვითარებაში, რომ იგი მიმზიდველი გახდეს აფხაზებისა და ოსებისათვის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის  ამუშავდება   ეს სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: 
 
–  ამუშავდება, როგორც კი თავად მოსკოვში მოხდება ცვლილებები. ამ ტერიტორიებზე ხალხი ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში.
სამხედრო კონფლიქტამდე იქ 50 ათასი  კაცი ცხოვრობდა, ახლა სადღაც 15 ათასამდეა დარჩენილი. ძირითადად ეს არის რუსეთის სამხედრო ბაზის კონტინგენტი და მასთან დაკავშირებული ადამიანები. 
აფხაზეთში,  ახლა ასი ათასზე  ოდნავ მეტი კაცი ცხოვრობს ( კინფლიქტამდე ადგილობრივი მოსახლეობა   600 ათასს შეადგენდა). 
 
 
 ბუნებრივია, იქ დარჩენილი ადამიანები ხედავენ, როგორ ვითარდება ბათუმი, მიუხედავად იმისა, რომ მე  იქ უკვე აღარ ვარ  .  მაგრამ მას სოხუმს მაინც ვერ შეადარებ. ისინი ხედავენ ამას და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ განცდებს აღუძრავთ.  სხვათაშორის გადავხედე სოციალურ ქსელებს და ვხედავ, რომ ბათუმი ძალზე პოპულარულია ე.წ.  ელიტარულ (,, პრადვინუტი“)  აფხაზ ახალგაზრდებში და ესეც არის რუსული პროპაგანდისთვის არასასურველი რეაქცია. 
 
– მაგრამ ისინი საქართველოსგან წავიდნენ მაშინ, როცა  იგი თქვენი თქმით, უკვე ვითარდებოდა. 
– იქ მაშინ სრულიად გაურკვეველი, უკონტროლო სიტუაცია და  და კონტრაბანდისტული აღვირახსნილობა იყო. ერთი მხრივ დაძაბულობა წარმოიქმნა მაშინ, , როცა ჩვენ ღვკვეთეთ კონტრაბანდა, რომელიც  ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას ,   მაგრამ, მეორე მხრივ, დიახ, საქართველომ ისე სწრაფად დაიწყო ფეხზე დადგომა, რომ ამან წარმოშვა გარკვეული მიზიდულობა  მათთვის. 

 
პასუხად კითხვაზე რა ნაბიჯები გადაიდგა მისი მმართველობის დროს მოსკოვის ზეწოლის  შესუსტებისათვის , მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს მოსკოვთან შეთანხმებას  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანების შესახებ, რომელიც მიღწეულ იქნა შვეიცარიაში  ამერიკელების დახმარებით. 
 
,,ეს იყო 2011 წლის შეთანხმება , რომლის თანახმად რუსეთმა ცნო ჩვენი საბაჟო საზღვრები იმ საზღვრებსა და ზონებში, რომელიც აღიარებულია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ანუ ის, რასაც მიაწერენ ივანიშვილს,  უკვე ჩემს დროს იყო, კარგა ხნით ადრე. აი ის კი, რაც ივანიშვილმა გააკეთა მოსკოვისათვის, ნამდვილად არის ის, რომ აღარ  აბეზრებს თავს ამერიკელებისა და ევროპელებს ქართული ისტორიით. შედეგად, ტრამპის შეხვედრაზე პუტინთან ქართული საკითხი თავისთავად მოიხსნა. – აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი – ამ თვალსაზრისით დაძაბულობის გრადუსი დავარდა, რადგან მსოფლიო საზოგადოებას აღარ აწუხებს პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით., თუმცა თავად რუსეთი არა და არ წყნარდება. ის გამუდმებით არღვევს ე.წ. სასაზღვრო ხაზს, ყოვეწლიურად რამდენიმე ასეული მეტრით უახლოვდება მთავარ მაგისტრალს და სულ მალე მის გადაკეტვასაც შეძლებს. მოსკოვს სურს ივანიშვილის ხელით საქართველო საბოლოოდ და სრულად დაშორდეს  ნატოს . მოსკოვს სურს სასწრაფოდ გაიხსნას რკინიგზა სომხეთისაკენ აფხაზეთის გავლით, რადგან ერევანი ბოლო დროს დაჩქარებით გადის მისი გავლენის ზონიდან და ამის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომოქმედოს რამე,   ანუ პუტინს სურს, რომ ივანიშვილი ფლირტიდან უშუალო   ჩახუტებაზე  გადავიდეს და მკლავებში ჩაუვარდეს მას. 
 
-მაგრამ თუ , როგორც თქვენ ამბობთ, მოსკოვი არ ეშვება  კოლონიურ ზრახვებს, თქვენი ,, რბილი ძალის’’ სტრატეგია ჩავარდნილია და ეს არის. 
-არა. ეს არ არის ასე. მთლიანობაში ხალხებს შორის დაძაბულობის ტემპერატურა დავარდნილია და ეს ძალიან კარგია. ეს ჩვენ დავიწყეთ. გაიხსენეთ,  რას უჩვენებდნენ საქართველოზე რუსეთის ტელეარხები! საქართველოში, ყველგან ისვრიან , ქუჩებში ხულიგნების ბრბოები დაძრწიან და ლამისაა ბავშვებს ჭამენ. ჩვენ კი ამ დროს სწრაფი განვითარება გვქონდა დაწყებული, ჩვენთან გამოჩნდა კარგი გზები, კარგი განათება , ახალი თანამედროვე სასტუმროები, ნაგებობები და ქალაქებიც კი . ამის ჩვენებით ჩვენ დავამსხვრიეთ რუსული პროპაგანდის ყველა მითი  და არგუმენტი , ჩვენთან ჩამოსული ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი თავად ნახეს , შინ დაბრუნების შემდეგ სიმართლეს ყვებოდნენ. და ეს განსაკუთრებით კავკასიისთვის მუშაობდა. ჩვენი კავკასიელი მეზობლები ხედავდნენ, რომ ქართველები არ არიან სახიფათონი და ეს სულ უფრო ამცირებდა სივრცეს კრემლის პროპაგანდისტული  სიცრუისთავის. 
 
მაგრამ თუ ახლა აფხაზებიც და ოსებიც ხედავენ, როგორ ვითარდება საქართველო, რატომ  არ გაჩნდა მიზიდულობის გრძნობა? 
–  მათ ახლა არა აქვთ საამისო პოლტიკური ნება ( საქართველოსთან გაერთიანებისთვის) , სამაგიეროდ იქ არის ( რუსეთის) სამხედრო ყოფნა. ამიტომ დროის საკითხია,  როდის მოხდება აფხაზებისა დაქართველების ხელახალი გაერთიანება და როგორი ფორმით. მაგრამ მოსკოვში ცვლილებების გარეშე ეს წარმოუდგენელია. ასი ათასივე  აფხაზი რომ გამოვიდეს მოედანზე და იყვიროს ქართველებთან გაერთიანება გვინდაო , საკმარისი იქნება რუსული ჯარის სულ ერთი ბრიგადა, რომ ამ პროტესტისაგან არაფერი დარჩეს.- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
ინტერვიუ ვრცლად  იხ. ,,ოდიში ნიუსზე''
/odishinews.ge/ge/cat-exclusive/item/13498-,,თუ-ქართველები-გიღიმიან,-ეს-არ-ნიშნავს,-რომ-მათ-რამე-დაივიწყეს-ინტერვიუ-მიხეილ-სააკაშვილთან-,,ნოვაია-გაზეტასთან-ნაწილი-i
odishinews.ge/ge/cat-interview/item/13500-მიხეილ-სააკაშვილის-ინტერვიუ-,,-ნოვაია-გაზეტაში-,,თუ-ქართველები-გიღიმიან,-ეს-არ-ნიშნავს,-რომ-მათ-რამე-დაივიწყეს-ნაწილი-ii

სიახლეები

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ძებნისას მაშველებმა 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის ცხედარი იპოვეს

მტკვარში გუშინ გადავარდნილი მანქანისა და სალონში მყოფი ორი პირის ძებნის დროს მაშველებმა მდინარეში უცნობი...

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...