მთავარისიახლეებისაზოგადოებასექტემბრიდან მოსწავლეების გადაყვანას სასკოლო მიკროავტობუსებით ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

სექტემბრიდან მოსწავლეების გადაყვანას სასკოლო მიკროავტობუსებით ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

Published on

 მომავალი წლიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ითქვა რეგიონული განვითარებისა და განათლების მინისტრების მოადგილეების შეხვედრაზე  დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან. 
 
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.
 
„გაიმართა სამუშაო შეხვედრა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია – სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ, სადაა საჭირო ჩვენი დახმარება“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...