სტიქია ჩაწყნარდა, ზარალი დიდია

0
448
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წყალდიდობის გამო ადიდებული მდინარეები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
 
წაღებულია რამდენიმე ხიდი, დაზიანებულია ასევე საავტომობილო გზები. წყალდიდობამ პრობლემები შეუქმნა სენაკს, აბაშასა და მარტვილს.
 
აღნიშნულ ქალაქებში პრობლემები შეიქმნა მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის გამო.
 
 
სტიქიის შედეგებს ითვლიან აჭარაში, კერძოდ ბათუმში. ადგილზე ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.
ამ დროისათვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ბათუმის მერის განცხადებით, წყალმა 100-მდე ოჯახი დააზიანა. გეოლოგებმა შეისწავლეს მეწყერული ადგილებიც.
 
„რამდენიმე ადგილზე, როგორც იცით, გვაქვს მცირე მეწყერული პროცესები, განსაკუთრებით აღვნიშნავდი იოანე ლაზის 15 ნომერს, სადაც საცხოვრებელ სახლს მიადგა ჩამოწოლილი მიწის მასა. დაახლოებით, 100-მდე ოჯახში შევარდა წყალი, სარდაფში და პირველ სართულში, გუშინვე, ამოწმენდილი იყო ყველა სარდაფი,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
წინა სტატიასამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
შემდეგი სტატიამეომრის სინდისი და შინდისის გმირები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური