მთავარისიახლეებიინტერვიუმიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ,, ნოვაია გაზეტაში'': ,,თუ ქართველები გიღიმიან, ეს არ ნიშნავს,...

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ,, ნოვაია გაზეტაში”: ,,თუ ქართველები გიღიმიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათ რამე დაივიწყეს” – ნაწილი II

Published on

მიხეილ სააკაშვილი ,, ნოვაია გაზეტას  ’’ სპეცკორესპონდენტს პაველ კანიგინს უყვება, იმაზე თუ რატომ არ წავიდა 2008 წელს რუსეთის არმია თბილისის აღებაზე,   სეპარატისტული ტერიტორიების მიმზიდველ ,,რბილ ძალაზე’’, და იმაზე, თუ რა მსხვერპლზეა წამსვლელი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სანაცვლოდ ( ნაწილი II)
(ინტერვიუს პირველი ნაწილი იხ. ,,ოდიში ნიუსის' ' წინა გამოშვებაში – ექსკლუზივი)
 
აი, თქვენ აუგს ამბობთ ივანიშვილზე, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მან დაიწყო საქართველოს მშვიდობიანი განვითარება, ხელახლა გახსნა იგი რუსებისათვის. 
ეს არ არის მართალი,  ჯერ ერთი, საქართველო ჩვენ ხელახლა გავხსენით რუსებისათვის  2009 წელს – შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი მათთვის . 2011 – 2012 წლებში ჩვენთან ასეულ ათასობით რუსი ტურისტი ჩამოვიდა .  ესიყო თავდაცვითი ინიციატივა იმისათვის, რომ აქ ჩამოსულ ადამიანებს ადგილზე ენახათ და გაეგოთ, რომ საქართველო  ყველა კეთლმოსურნისთვის საერთო სახლია და მის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო არ არის. 
 
 
ჩვენ ავამოქმედეთ   სახალხო დიპლომატია რუსეთთან, ქართული პროდუქცია გამოჩნდა რუსეთის ბაზარზე –  რაც იყო შედეგი მოსკოვთან შეთანხმებისა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანების შესახებ, რომელსაც მივაღწიეთ შვეივცარიაში ამერიკელების დახმარებით.
 
 
ეს იყო 2011 წლის შეთანხმება , რომლის თანახმად რუსეთმა ცნო ჩვენი საბაჟო საზღვრები იმ საზღვრებსა და ზონებში, რომელიც აღიარებულია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ანუ ის, რასაც მიაწერენ ივანიშვილს,  უკვე ჩემს დროს იყო, კარგა ხნით ადრე. აი ის კი, რაც ივანიშვილმა გააკეთა მოსკოვისათვის, ნამდვილად არის ის, რომ აღარ  აბეზრებს თავს ამერიკელებისა და ევროპელებს ქართული ისტორიით. შედეგად, ტრამპის შეხვედრაზე პუტინთან ქართული საკითხი თავისთავად მოიხსნა 
 
და ამ თვალსაზრისით დაძაბულობის გრადუსი დავარდა, რადგან მსოფლიო საზოგადოებას აღარ აწუხებს პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით., თუმცა თავად რუსეთი არა და არ წყნარდება. ის გამუდმებით არღვევს ე.წ. სასაზღვრო ხაზს, ყოვეწლიურად რამდენიმე ასეული მეტრით უახლოვდება მთავარ მაგისტრალს და სულ მალე მის გადაკეტვასაც შეძლებს. მოსკოვს სურს ივანიშვილის ხელით საქართველო საბოლოოდ და სრულად დაშორდეს  ნატოს . მოსკოვს სურს სასწრაფოდ გაიხსნას რკინიგზა სომხეთისაკენ აფხაზეთის გავლით, რადგან ერევანი ბოლო დროს დაჩქარებით გადის მისი გავლენის ზონიდან და ამის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომოქმედოს რამე,   ანუ პუტინს სურს, რომ ივანიშვილი ფლირტიდან უშუალო   ჩახუტებაზე  გადავიდეს და მკლავებში ჩაუვარდეს მას. 
 
-მაგრამ თუ , როგორც თქვენ ამბობთ, მოსკოვი არ ეშვება  კოლონიურ ზრახვებს, თქვენი ,, რბილი ძალის’’ სტრატეგია ჩავარდნილია და ეს არის. 
-არა. ეს არ არის ასე. მთლიანობაში ხალხებს შორის დაძაბულობის ტემპერატურა დავარდნილია და ეს ძალიან კარგია. ეს ჩვენ დავიწყეთ. გაიხსენეთ,  რას უჩვენებდნენ საქართველოზე რუსეთის ტელეარხები! საქართველოში, ყველგან ისვრიან , ქუჩებში ხულიგნების ბრბოები დაძრწიან და ლამისაა ბავშვებს ჭამენ. ჩვენ კი ამ დროს სწრაფი განვითარება გვქონდა დაწყებული, ჩვენთან გამოჩნდა კარგი გზები, კარგი განათება , ახალი თანამედროვე სასტუმროები, ნაგებობები და ქალაქებიც კი . ამის ჩვენებით ჩვენ დავამსხვრიეთ რუსული პროპაგანდის ყველა მითი  და არგუმენტი , ჩვენთან ჩამოსული ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი თავად ნახეს , შინ დაბრუნების შემდეგ სიმართლეს ყვებოდნენ. და ეს განსაკუთრებით კავკასიისთვის მუშაობდა. ჩვენი კავკასიელი მეზობლები ხედავდნენ, რომ ქართველები არ არიან სახიფათონი და ეს სულ უფრო ამცირებდა სივრცეს კრემლის პროპაგანდისტული  სიცრუისთავის. ახლა, როცა დავდივარ სადმე,  ევროპაში, რუსები მცნობენ ქუჩაში,  მოდიან ჩემთან და მთხოვენ  ერთად გადავიღოთ ფოტოები,  მეუბნებიან, რომ მხარს მიჭერენ მიუხედავად ყველაფრისა .
 
ვფიქრობ, რუსეთის მოსახლეობის სადღაც  20 % სიმპათიით არის განწყობილი ჩემს მიმართ და ეს არის ელექტორალური რესურსი თვით რუსეთის შიგნით.  მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ  ვისარგებლო ამ რესურსით, მაგრამ საინტერესო რამ კი გამოდის:  . პუტინმა ასეთი პარადოქსული სიტუაცია,  ჩემი ღრმა რწმენით,  მიიღო იმ აღვირახსნილი პროპაგანდის პასუხად, რომელიც  ჩემს წინააღმდეგ წამოიწყო.   
 
– როგორ მოხდა, რომ  ომის სემდეგ სულ რაღაცათი წელი გავიდა, ქართველებმა კი უკვე დიდი ხანია ყველაფერი ეს დაივიწყეს? 
არავის არაფერი დავიწყნია. ერთია, რომ ყოფით დონეზე ანტირუსული განწყობები არასოდეს ყოფილა და არც იქნება , მაგრამ მეორე  – მწარე მოგონენები დამპყრობლებზე. ქართველებს მათთან ურთიერთობის უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება აქვთ . ის, რომ ქართველები გიღიმიან, არ ნიშნავს, რომ რამე დაივიწყეს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ, მაგრამ შესწევთ უნარი იყონ თავაზიანები ყველას მიმართ.: შედარებისთვის: ისინი კარგად ეპყრობიან რუს ტურისტებს მაგრამ არ გულშემატკივრობენ რუსეთის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს სულ სხვადასხვა რამ არის.
 
 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის მსხვერპლთა სამგლოვიარო ცერემონიალზე ერთი წლის შემდეგ 
 
-ცოტა ხნის წინათ საქართველოში ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, რომელთაც,  ჩემთვის სრულიად მოულოდნელად,  თბილად მოიხსენიეს რუსეთის ხელისუფლება.
 
ო, ეს სპეციალურად , იმის გამო, რომ არ იცოდნენ თქვენი პოზიცია და უბრალოდ გადაწყვიტეს ესიამოვნებინათ სტუმრისთვის.  
 
მაგრამ გეტყვით, რომ ქართულ საზოგადოებაში, მაგალითად, არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც პრორუსული შეხედულებები აქვს, გამარჯვების  უმცირესი შანსიც კი არა აქვს.ნამიტომ არის, რომ ივანიშვილი მკვეთრად ვერ ცვლის კურსს. ხალხი არ მისცემს მას ამის გაკეთების საშუალებას. შეიძლება ესაუბრებოდნენ, უღიმოდნენ კიდეც,  მაგრამ მთლიანობაში განწყობა ამ საკითხში ცალსახაა. 
 
რას იტყვით იმაზე, , რომ საქართველო ეკონომიკურად სულ უფრო რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული ხდება?  
 -არც ეს არის ასე. არ არის რუსეთის ბაზარზე ორიენტირევბული.  ის რომ  7 მილიონი ტურისტიდან მხოლოდ ერთი მილიონია რუსი, ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება ღვინის ბაზარს, რუსეთმა ისევ დაიწყო მეწარმეების დაფრთხობა თავისი ბაზრის დახურვებით. ვფიქრობ, ამან ასწავლა ჩვენს ხალხს, რომ აუცილებელია ახალი ბაზრების ათვისება – ჰოლანდია და უკრაინა სავსეა ქართული ღვინით. საერთოდ კი ღვინო უფრო სიმბოლური ხასიათისაა, ვიდრე  ექსპორტის ძირითადი პროდუქტი  .არსებობს მრავალი სხვა საექსპორტო პროდუქტიც. ლოჯისტიკურად საქართველო საერთოდ არ არის ორიენტირებული რუსეთზე : ჩვენი პორტები მუშაობენ შუააზიასადა ევროპაზე, განასაკუთრებით თურქეთის ეკონომიკაზე  . ჯერ თურქეთი, შემდეგ ევროპა და შემდეგ რუსეთი. რუსეთი ერთმნიშვნელოვნად არ არის არც მთავარი ბაზარი, არც მთავარი  სავაჭრო პარტნიორი და ალბათ არც არასოდეს გახდება.   და ეს დაიწყო არა 2008 წელს,  არამედ გაცილებით ადრეც კი და იმას, რომ ჩვენ დავაბრუნეთ რუსული ბაზრის რაღაც ნაწილი, მივესალმები, თუმცა ჩვენ შესანიშნავად ვისწავლეთ, რომ ამ ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. იგი მეტისმეტად არაპროგნოზირებადია. 
 
– სეპარატისტების ,,რბილი ძალის’’ მეშვეობით დაახლოების თქვენეული სტრატეგია – როდის ამუშავდება იგი?  
–  ამუშავდება, როგორც კი თავად მოსკოვში მოხდება ცვლილებები. ამ ტერიტორიებზე ხალხი ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში. სამხედრო კონფლიქტამდე იქ 50 ათასი  კაცი ცხოვრობდა, ახლა სადღაც 15 ათასამდეა დარჩენილი. ძირითადად ეს არის რუსეთის სამხედრო ბაზის კონტინგენტი და მასთან დაკავშირებული ადამიანები. 
აფხაზეთში,  ახლა ასი ათასზე იდნავ მეტი კაცი ცხოვრობს ( კინფლიქტამდე ადგილობრივი მოსახლეობა   600 ათასს შეადგენდა).  ეს უკვე თემია. ბუნებრივია, იქ დარჩენილი ადამიანები ხედავენ, როგორ ვითარდება ბათუმი, მიუხედავად იმისა, რომ მე  იქ უკვე აღარ ვარ  .  მაგრამ მას სოხუმს მაინც ვერ შეადარებ. ისინი ხედავენ ამას და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ განცდებს აღუძრავთ.  სხვათაშორის გადავხედე სოციალურ ქსელებს და ვხედავ, რომ ბათუმი ძალზე პოპულარულია ე.წ.  ელიტარულ (,, პრადვინუტი“)  აფხაზ ახალგაზრდებში და ესეც არის რუსული პრიპაგანდისთვის არასასურველი რეაქცია. 
 
 დროის საკითხია,  როდის მოხდება აფხაზებისა დაქართველების ხელახალი გაერთიანება და როგორი ფორმით. მაგრამ მოსკოვში ცვლილებების გარეშე ეს წარმოუდგენელია. ასი ათასივე  აფხაზი რომ გამოვიდეს მოედანზე და იყვიროს ქართველებთან გაერთიანება გვინდაო , საკმარისი იქნება რუსული ჯარის სულ ერთი ბრიგადა, რომ ამ პროტესტისაგან არაფერი დარჩეს.  
 
– მაგრამ ისინი საქართველოსგან წავიდნენ მაშინ, როცა  იგი თქვენი თქმით, უკვე ვითარდებოდა. 
– იქ მაშინ სრულიად გაურკვეველი, უკონტროლო სიტუაცია და  და კონტრაბანდისტული აღვირახსნილობა იყო. ერთი მხრივ დაძაბულობა წარმოიქმნა მაშინ, , როცა ჩვენ ღვკვეთეთ კონტრაბანდა, რომელიც  ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას ,   მაგრამ, მეორე მხრივ, დიახ, საქართველომ ისე სწრაფად დაიწყო ფეხზე დადგომა, რომ ამან წარმოშვა გარკვეული მიზიდულობა  მათთვის. პუტინმა ერთ-ერთ საუბარში მითხრა, რომ მას ადრე არც სმენია რამე ისეთ ტერიტორიაზე, როგორიც არის სამხრეთ ოსეთი.
სამხრეთ ოსეთი არასოდეს ჩანდა რუსეთის ინტერესების რადარებზე. აფხაზეთი , რა თქმა უნდა – კი:  აქ ისვენებდნენ ლევ ტროცკი, სტალინი, ბრეჟნევი, და სხვა ელიტა. აფხაზეთი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იზიდავდა რუსებს, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისაგან , რომელიც უბრალოდ სტალინის კაპრიზის შედეგი იყო და მისით არავინ არასოდეს დაინტერესებულა. იგი  ( და ისიც, როგორ პროექტი ) აღმოაჩინეს მხოლოდ იმ კრახის შემდეგ , რომელიც რუსეთმა აჭარაში განიცადა.
 
ეს იყო ერთადერთო შემთხვევა, როცა ვიღაცამ პუტინს ცხვირწინ ააცალა სათავისოდ მიჩნეული ტერიტორია. 
 
– კრახი აჭარაში – ეს როცა პრეზიდენტი აბაშიძე მოსკოვში იქნა ევაკუირებული?
დიახ, 2004 წელს, როცა აბაშიძე იძულებული გახდა  წასულიყო. მაშინ ეს ტერიტორია სრულად კონტროლდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ, მის ეკონომიკას ლუჟკოვი განაგებდა. და აქ, როგორც ვთქვი, ცხვირწინ აართვეს სიტუაცია , რუსმა ოფიცრებმა თითქოს სცადეს გაფაფხურება, მაგრამ ძალა ვერ გამოიყენეს. და აბაშიძ ე უბრალოდ გაიპარა,  რადგან შეეშინდა, რომ მოკლავენ, რომ ხალხი ნაწილებად გაგლეჯდა. ეს ის სიტუაციაა, როცა სწორედ ხალხმა ააცალა მოსკოვს ,,თავისი'' ტერიტორია. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარში პუტინმა მითხრა: ,,მეტ საჩუქარს ჩემგან  ვეღარ მიიღებთ’’ . ეს იყო წინაისტორია იმისა, რომ რადარებზე პირველად გამოჩნდა სამხრეთ ოსეთი. 
 
მოსკოვი, 2008 წლის აგვისტო.ლიჟკოვის ხიდზე განთავსებული საინფორნაციო კოპოზიცია ,,სააკაშვილის დანაშაულობები''
 
– გინდათ თქვათ, რომ კრემლი არ მოელოდა , რომ შეძლებდით ამ ტერიტორიის შენარჩუნებას? 
– იქ დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენ მეტისმეტად სუსტები ვართ , აჭარა კი იმდენად პრორუსულია, რომ ადგილიდან ვერ დავძრავთ. ეს იყო ძველი ისტორია, რომელიც შევარდნაძისთვის იყო დამახასიათებელი: მას ჩვეოდა მანევრები, რომელთაც არსაით მივყავდით. 
 
– მაგრამ თუ ახალა აფხაზებიც და ოსებიც ხედაბენ, როგორ ვითარდება საქართველო, რატომ  არ გაჩნდა მიზიდულობის გრძნობა? 
–  მათ ახლა არა აქვთ საამისო პოლტიკური ნება ( საქართველოსთან გაერთიანებისთვის) , სამაგიეროდ იქ არის ( რუსეთის) სამხედრო ყოფნა.
 
 
( გაგრძელება იქნება.)

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...