მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ ხუბუტია შვილს დასტირის: ,,რისთვის, შვილო? შენ ხომ ასე კეთილი, ალერსიანი, განათლებული,...

მიხეილ ხუბუტია შვილს დასტირის: ,,რისთვის, შვილო? შენ ხომ ასე კეთილი, ალერსიანი, განათლებული, ჭკვიანი ბიჭი მყავდი! რისთვის უნდა ვიცოცხლო აწი?”

Published on

ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია  თავის პირად ფეისბუქგვერდზე  შვილის სიკვდილს ეხმაურება :
 
 ,,რისთვის, შვილო? შენ ხომ ასე კეთილი, ალერსიანი, განათლებული, ჭკვიანი ბიჭი მყავდი! რიღასთვის უნდა ვიცოცხლო აწი?'' – ასეთია პირველი  ჩანაწერი, რომელიც გულმოკლულმა მამამ გააკეთა    სენ-ტროპედან, სადაც დასასვენებლად იყო წასული.
 
 დღეს მიხეილ ხუბუტია  მისი უბედურების გამზიარებლებს მიმართავს: ,, ყველას დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის!  ჩემს საყვარელ ბიჭუნას 9 აგვისტოს ვემშვიდობები, ტროეკუროვის სასაფლაოზე, 12:00 წუთზე. ''
 
როგორც ჩანს,  მიხეილ ხუბუტიას გარკვეული ეჭვები აქვს მისი ვაჟის სიკვდილის გარემოებებთან  დაკავშირებით, იგი პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ მისი ეჭვების არსებობის შესახებ ვარაუდის საფუძველს იძლევა  ის, რომ მის გვერდზე უკვე მიღებული შემზარავი შეტყობინების შემდეგ გაზიარებულია ,,სპიჩკა ნიუსის'' სტატია სათაურით ,,მიხეილ ხუბუტიას უთანასწორო შეტაკება'' , რომელშიც მოთხრობილია მასა  და მოსკოვის სამშენებლო კომპანიის უფროსს მარატ ხუსნულინს შორის გამწვავებული ბრძოლის შესახებ..,, სნ'' -ს სტატიის წყაროა The Moscow Post.-ისა და ს ,,სვობოდნაია პრესას''  პუბლიკაციები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მიხეილ ხუბუტიას  კონფლიქტი სუხულინთან და მის უკან მდგომ ძალებთან  დაიწყო ,,დასავლეთის პორტის" განაშენიანების  საქმესთან დაკავშირებით – მასში კაპიტალდაბანდება ხუბუტიასაც აქვს ჩადებული. როგორც გამოცემა წერს, ხუბუტიას  ბრალდებები ხუსულინის მიმართ მეტად სერიოზულია – იგი ამხელს მას ადამიანების მიმართ  სიცოცხლის  მოსპობის მუქარაში, რამდენიმე მილიონი რუბლის გამოძალვასა და კიდევ უფრო  დიდი  თანხების თაღლითურად მითვისებაში    – ამის შესახებ დასახელებული გამოცემებიც წერდნენ, მაგრამ  მაგრამ მიხეილ ხუბუტია უფრო შორს წავიდა – მან   დაასახელა რამდენიმე მეწარმე, რომელთაც ხუსნულინისგან შესაძლოა მრავალმილიარდიანი კონტრაქტები მიიღეს.  სტატიის ავტორს უკვირს,  რა იმედით შეება ხუბუტია სუხნულინს, რომელსაც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მფარველობს? 
 
შეიძლება თუ არა ამ კონფლიქტს რაიმე შეხება ჰქონდეს ბიზნესმენის ვაჟის სიკვდილთან? –  სვამს კითხვას გამოცემა. ეს კითხვა ებადებათ ნიკოლოზ ხუბუტიას მეგობრებსაც , მათ შორის ანდრო ი – ს, რომელიც აცხადებს, რომ გარკვეული ხნის მანძილზე, როცა მიხეილ ხუბუტიასთან მუშაობდა ,   ახლო კავშირები ჰქონდა დაღუპულთან. 

,,მამა – შვილს ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ნიკოლოზი ძალიან მშვიდი და კარგად აღზრდილი ადამიანი იყო. ვერ გამიგია, რა შეიძლება მომხდარიყო . '' აცხადებს იგი რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...