მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძე: სუს-მა სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრები მიზანმიმართულად ჩაგვიშალა

ზაზა სარალიძე: სუს-მა სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრები მიზანმიმართულად ჩაგვიშალა

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი თანამებრძოლები  ამტკიცებენ, რომ სუს-მა მათ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრები მიზანმიმართულად ჩაუშალა.
 
როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა და  სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადასვლის შესახებ იუწყება. 
„ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.
 
ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. 
 
ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ. სანამ პირში სული მიდგას, მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის. ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე“, – წერს ზაზა სარალიძე.
 
ქართული სპეცსამსახურების ირგვლივ განვითარებულ საერთაშორისო სკანდალზე კომენტარს აკეთებს ამერიკის მოქალაქე პაატა აბჟანდაძე , პირი, რომელიც შვილ-მკვდარ მამებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სტრასბურგში უნდა გაჰყოლოდა და დახმარება გაეწია. იგი  მიუნხენის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
 
„აღიძრა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ ყველანაირი კონტაქტები… დიდ შოკში იყვნენ ჩავარდნილი, არანაირი ინფორმაცია არ იყო მიწოდებული, რომ მე ამერიკის მოქალაქე ვარ და 20 წელზე მეტია, ვცხოვრობ ამერიკაში. შემეკითხნენ ისლამურ სამყაროსთან თუ აქვს კავშირი, მე თუ ვიცნობ და ა.შ. რომ ჩამოვყალიბდით, რომ აქ აბსურდთან არის საკითხი და აქ რაღაც სახელმწიფოებრივ შეთქმულებას ამ ხალხის წინააღმდეგ, ეგ უკვე თვითონ დარწმუნდნენ ამაში,“ – განაცხადა პაატა აბჟანდაძემ. იგი სამართლებრივ დავას და საკუთარი უფლებების დაცვას ამერიკაშიც გეგმავს.
 
ელისო კილაძე ზაზა სარალიძესთან ერთად კი დღეს გერმანიის საელჩოსთან მისვლას აპირებენ.ისინი ელჩთან შეხვედრას ითხოვენ 
 

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...