მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძე: "პოლიტიკური დისკუსიები რომ გამართეს კომისიის სხდომაზე, ვინმეს შეუძლია პასუხი გამცეს,...

ზაზა სარალიძე: “პოლიტიკური დისკუსიები რომ გამართეს კომისიის სხდომაზე, ვინმეს შეუძლია პასუხი გამცეს, ვინ მოკლა ჩემი შვილი?”

Published on

"პოლიტიკური დისკუსიები რომ გამართეს კომისიის სხდომაზე, ვინმეს შეუძლია პასუხი გამცეს, ვინ მოკლა ჩემი შვილი?" – ასე ეხმაურება ზაზა სარალიძე  "კვირის პალიტრასთან'' ინტერვიუში სათაურით ,,ვის გულისხმობდა გახარია სუბელიანზე გავლენიან მშობლებში ?'' 
 
"პროკურორ ფხაკაძესაც ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს, გ.ჯ.-ს ბიძები, ვინმე ნაკაიძეები, რომლებიც ძალიან მდიდრები არიან, მათი დისშვილის უდანაშაულოდ გამოცხადებასა და ციხიდან გამოყვანას ცდილობენო. გ.ჯ.-ს მშობლებიც გავლენიანი ბიზნესმენები არიან და შესაძლოა შს მინისტრი ბევრად გავლენიან სხვა მშობლებში მათ გულისხმობდა. ფაქტია, გ.ჯ.-ს მხარემ ეს ნაწილობრივ მოახერხა, რადგან ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობაზეა დაკავებული, დათოს რეალური მკვლელი კი ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობს. სხვათა­ შორის, სწორედ ამის ეშინოდა ფხაკაძესაც – საქმე თავზე არ დამხობოდა, მაგრამ ვუმტკიცებდი, რომ ეს გარდაუვალი იყო და არა იმიტომ, რომ გ.ჯ.-ს გავლენიანი ბიძები ჰყავს. ფხაკაძემ გამოძიება თავიდანვე არასწორად წარმართა. კომისიის სხდომაზეც გახარია და შოთაძე იმას კი არ ამბობდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ან რაღაც ეტაპზე შედეგი ვერ გათვალეს და ხარვეზებს ახლა გამოასწორებენ, ისევ დამნაშავე და გამყალბებელი თანამშრომლების დაცვას ცდილობდნენ. ისევ უნდათ დაამტკიცონ, რომ მხოლოდ გ.ჯ. და გ.ბ. ურტყამდნენ ჩემს შვილს დანას. ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩემი შვილი გ.ბ.-მ მოკლა. არ დავუშვებ, რომ ის გამოაცხადონ დათოს მკვლელად, რეალურმა მკვლელმა კი ქუჩაში ინავარდოს", – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა სარალიძე.
 
"შოთაძემ გაბედა და ჩემი შვილის სული შეაწუხა – შინაგანი რწმენა მაქვს, დათო სარალიძეს გ.ბ. მოკლავდაო. ისიც განაცხადა, რომ მისი რწმენით, გ.ბ. დანას დათოს წინააღმდეგ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე გამოიყენებდა. ანუ, მისი ნათქვამიდან ერთი აზრი გამომაქვს – გ.ბ.-ს დანა აუცილებლად უნდა ეხმარა, რადგან დათოს ვერ ერეოდაო. პროკურატურის ეს ვერსია სასამართლომაც აბსურდად ჩათვალა. საერთოდ, ფხაკაძე თავდაპირველად მიმტკიცებდა, მხოლოდ გ.ჯ.-მ მიაყენა დათოს 12 ჭრილობაო და როდესაც მიხვდა, ასეთ უაზრობას ვერ დამაჯერებდა, საქმეში გ.ბ. შემოიყვანა. ამ საქმის გამოძიება შეუძლებელია. პოლიტიკური დისკუსიები რომ გამართეს კომისიის სხდომაზე, ვინმეს შეუძლია პასუხი გამცეს, ვინ მოკლა ჩემი შვილი? როდესაც ქუჩაში გამოვედი და ხალხს თანადგომა­ ვთხოვე, თეა წულუკიანმა შემომითვალა, ეს საქმე ქუჩაში გასარჩევი არ არისო. ახლა ხომ სხედან კაბინეტებში და არჩევენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, იქნებ პარლამენტმა ან შსს-მ გამცეს პასუხი, ვინ მომიკლა დათო? იმედიც აღარ დამრჩა, რომ ოდესმე ამ კითხვაზე მიპასუხებენ", – განაგრძობს დათო სარალიძე.
 
"კომისიის დასკვნას ინტერესით ველოდები, თუმცა მაინც პროკურატურის გადასაწყვეტია, ვინ უნდა დააკავონ. გახარიამ განაცხადა, შსს-ც კომისიის რეკომენდაციას ელოდებაო. თუ აქვთ ახალი გარემოებები გამოვლენილი, რატომ ელოდებიან შს სამინისტრო და პროკურატურა კომისიის დასკვნას? კომისია და საგამოძიებო სტრუქტურა ხომ სულ სხვადასხვა პასუხისმგებლობის ორგანოებია? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად ზერელე დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ამ საქმის მიმართ", – აღნიშნავს სარალიძე და შეკითხვაზე – "კომისიამ თავიდანვე გასცა მიხეილ კალანდიას დაკავების რეკომენდაცია. თქვენ რამდენჯერმე შეხვდით შსს-ს წარმომადგენლებს, რას გპასუხობენ, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას?" – პასუხობს:
 
"ბოლოს მითხრეს, ახლა რომ დავაკავოთ, შესაძლოა ბრალდება ბოლომდე ვერ გავიტანოთო. თქვენ დაიჭირეთ იმ ფაქტების საფუძველზე, რაც ხელში გაქვთ და თუ სასამართლო გაათავისუფლებს, თქვენს პასუხისმგებლობას ხომ მოიხსნით ჩემი შვილის­ წინაშე და შემდეგ სასამართლოსთან მექნება შეკითხვები-მეთქი. ვერაფერს მეუბნებიან. კალანდიას დაკავება კი არა, ორთვენახევარია პროკურორები თუ გამომძიებლები ამტკიცებენ, მირზა სუბელიანის დაკითხვა ღირებულ ინფორმაციას არ მოგვცემდაო. საუბარია ადამიანზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო გამოძიებაში და ეს დაადასტურა პროკურორმა შაყულაშვილმაც. სწორედ მას დაურეკა სუბელიანმა, შარში ვარ, როგორ მოვიქცეო და ეს თავიდანვე იცოდა შოთაძემაც. მიუხედავად ამისა, არც სუბელიანი დაუკითხავთ, არც მისი სახლი გაუჩხრეკიათ, არც მისი შვილისა და დეიდაშვილის მობილურები ამოუღიათ და მკვლელობის დღეს სოცქსელში არც მათი მიმოწერით დაინტერესებულან. სამაგიეროდ, თურმე დათოს მკვლელობის პირველივე დღეს მე და ჩემი ცოლი მოსმენაზე აგვიყვანეს. როდესაც ეს შევიტყვე და განმარტება მოვითხოვე, მიპასუხეს, თქვენი მოსმენა აუცილებელი იყო, რომ მოწმეებზე ზეგავლენა არ მოგეხდინათო".
 
"წარმოგიდგენიათ, რვა თვე როგორ აბსურდში მაცხოვრებენ?! ვერ ვიტყვი, რომ ახლა შსს-ში არაფერს აკეთებენ, მაგრამ საქმე ისეა გაფუჭებული, გამოსავალს ვერ პოულობენ, როგორ მიუდგნენ დამნაშავეებს. მე მოვითხოვ – ყველა ის პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ეს საქმე გააყალბა. გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ და კიდევ სხვებმა ყველაფერი აურ-დაურიეს და მკვლელებს ხელი დააფარეს. სულ ცოტა ხნის წინ ჩემი შვილის მეგობარი დ.ღ. იმ იმედით დაიჭირეს, რომ კონკრეტულ პირებზე მისცემდა ჩვენებას, მაგრამ არაფერი თქვა და მომავალშიც არაფერს იტყვის, სანამ არ გამოიკვეთება იმ მაღალჩინოსნების დანაშაული, რომლებიც სუბელიანისა და კალანდიას დასაცავად მტკიცებულებებს ანადგურებდნენ და მოწმეებზე ზეწოლას ახდენდნენ"- დასძენს ზაზა სარალიძე.
 

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...