მთავარისიახლეებისამართალიჭყონდიდის მიტროპოლიტი თანამედროვე პილატეებს აფრთხილებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი თანამედროვე პილატეებს აფრთხილებს

Published on

ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 
 
მისი თქმით, სინოდმა უნდა შექმნას კომისია, რომელიც საბოლოოდ ეტყვის ქართველ ხალხს სიმართლეს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას ე.წ. ციანიდის საქმე გამოითხოვოს და ამ პროცესში ჩაერთოს. 
 
„მათ მოინდომეს პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ამ შემთხვევაში, ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმინდა სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. წმინდა სინოდის კომისიის პარალელურად პარლამენტში უკვე არსებულმა კომისიამ, რომელიც ეფექტურად მოქმედებს და მუშაობს, გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. 
 
მან დეკანოზის არშეწყალების გამო პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა.
 
„იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. 
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა. 
 
როგორც სასამართლო განმარტავს, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. სასამართლოს განცხადებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.
დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...