მთავარისიახლეებიპოლიტიკასჯერა თუ არა ვინმეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის

სჯერა თუ არა ვინმეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის

Published on

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება ასე ჩუმად გაიპაროს –აცხადფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძე –  "ნინო გვენეტაძემ მისი მუშაობის პერიოდში არსებულ პრობლემებზე და მომხდარ დანაშაულობებზე ღიად უნდა ისაუბროს და ამით ხელი შეუწყოს სისტემის გაჯანსაღებას.
 
პრეზიდენტი პასუხისმგებელია მის დანიშვნაზე და ისიც ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს, თუ რა იცის გადადგომის მოტივების შესახებ ან ბოლომდე გაერკვეს მასში", – აცხადებს რომან გოცირიძე.
პრეზიდენტი  გვერდს უვლის საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს დ არ აკონკრეტებს,  სჯერა თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის
 
. „მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო საკმარისად მაღალი პასუხისმგებლობის თანამდებობის პირია, რომ თვითონ გასცეს პასუხი ამ კითხვებს და მე არ დავიწყებ კონკრეტულად დღევანდელი მისი გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას, ეჭვის შეტანას ან განსხვავებული აზრის გამოთქმას. ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამაზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სერიოზული სირთულეებია,
 
რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არ იქნება ჩემს მიერ შერჩეული კანდიდატურა. კანდიდატურას შეარჩევს ქართული იურიდიული საზოგადოება. ღვთის მადლით ქვეყანაში არის ბევრი კვალიფიციური იურისტი და მე მოვუწოდე განსაკუთრებით აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომ შეარჩიონ კანდიდატურა. მე ვარ ამ შემთხვევაში პროცესის ორგანიზატორი და მაკონსოლიდირებელი და მე არ ვიყენებ პრეზიდენტის პრეროგატივას, ერთპიროვნულად დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვიწვევ საზოგადოებას, ამ პროცესში იყოს ინიციატორი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. მისი თქმით, თანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ტოვებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...