მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულ ოცნებაში'' ნერვიულობენ: ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია

,,ქართულ ოცნებაში” ნერვიულობენ: ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია

Published on

 „ქართულ ოცნებას“ NDI-ის ბოლო კვლევაში არ მოეწონა და ორი დღეა უტევს ,ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტს.
 
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ოპოზიციის ინტერესებს ატარებს და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და სწორედ ამითაა განპირობებული ორ პროცენტიანი სხვაობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას უნდობლობა გამოუცხადა.
 
. ყველაზე მეტად ხელისუფლება გაანერვიულა  გადაუწყვეტელი ამმრჩევლის საკმაოდ მაღალი პროცენტია. მმართველი პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს ნიჰილიზმი არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ქმედებების შედეგია. „ქართულ ოცნებაში“ ისიც არ მოსწონთ, რომ კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია და პოლიტიკური ძალების გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას გამარჯვების შანსი აქვს.
 
 
ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი NDI-ის გამოკითხვის ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი 62% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წარადგინოს.
 
საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვა პოლიტიკური სპექტრისთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალი პრეზიდენტი ქართული ოცნების გუნდიდან არ უნდა იყოს. ყველაზე სახელისუფლებო შტოს ერთი პარტია არ უნდა აკონტროლებდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ამომრჩევლის ღია გზავნილია, რომ მათ ქვეყანაში ცვლილებები სურთ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...