მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ძალიან რთულია იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო...

გიორგი მარგველაშვილი: ძალიან რთულია იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს

Published on

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზედაც  საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა, კვალავ დაუკონკრეტებელი პასუხი  კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში:
 
 „ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 
პრეზიდენტის განცხადებით, „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილთან შეხვედრა ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეთავაზებასთან დაკავშირებით. 
 
„დავით უსუფაშვილთან მქონდა არაერთი შეხვედრა. აგრეთვე მქონდა შეხვედრა სხვა პოლიტიკოსებთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“. ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას. ნათელია, რომ მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მე მას ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას. ბატონმა დავითმა სავარაუდოდ ეს იგულისხმა თავის განცხადებაში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონი დავითის შეფასება ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური ცხოვრების შესუსტებაზე, ასევე იმაზე, რა როლი შეიძლება ვითამაშოთ თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყნის გაძლიერებში, თქვენ ეს იცით და მათ ძირითად ნაწილს ვიზიარებ. თუმცა ამ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიის მშენებლობა და პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პარალელურად ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობა, მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, ამისთვის მზად არ ვარ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით და მათი ერთობა ვერ შედგა, თუმცა თავად უსუფაშვილი საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. 

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...