მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შერშე ლა ფამ'' - ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა დღეს პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი წარადგინოს

,,შერშე ლა ფამ” – ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა დღეს პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი წარადგინოს

Published on

 პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბროს.
 
"დღეს იქნება ჩვენი თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან და მოვისმენთ მის მოსაზრებებს მათ შორის, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან მოსაზრებას, ჯერ უნდა გავიაროთ კონსულტაციები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ წარდგება "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე",- განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 
 
მისი თქმით, საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია და ამიტომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი, ამასთან , კანდიდატის შერჩევისას მისი ლოიალური დამოკიდებულება პარტიის მიმართ, კრიტერიუმი არ იქნება. 
 
"კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ არ გვინდა. 
პარტიის და "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შესაძლოა იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა. იმისთვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესი, სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
 
 

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...