მთავარისიახლეებიმსოფლიობოლო მონაცემებით, ხანძარს საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 50 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი დაშავდა

ბოლო მონაცემებით, ხანძარს საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 50 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი დაშავდა

Published on

ბოლო მონაცემებით, ხანძარს საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 50 ემსხვერპლა, 150-ზე მეტი დაშავდა.

საკურორტო დასახლება მატი , რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა .  დამწვარია თითქმის ყველა სახლი, აღარ არსებობს ინფრასტრუქტურა.
ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება .ბერძენი მაშველები ალმოდებულ კურორტზე შეღწევას ცდილობენ. 26 ადამიანის ცხედარი მათ მატიში ერთ-ერთ ვილაზე აღმოაჩინეს.
 
  მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. მათი ვარაუდით, შესაძლოა დამწვარ შენობებსა და მანქანებში მაშველებმა გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინონ.
 
ამ დრომდე ეძებენ 10 ტურისტს, რომლებმაც ალმოდებულ სანაპიროს თავი დააღწიეს და ნავით წყალში შევიდნენ. ტურისტებისა და მოსახლეობის ევაკუაცია ათენის ატიკის რაიონიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
ურთულესი მდგომარეობის გამო პრემიერმა საზღვარგარეთ ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. ალექსის ციპრასმა მდგომარეობა პირად კონტროლზე აიყვანა და ატიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და  დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა. იტალიამ პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა პირველი დახმარება უკვე გაგზავნეს, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის.
 
 
ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის სამმა მოქალაქემ მიმართა.
 
ერთ-ერთი მათგანი, გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ხანძრის ზონიდან.. მაგრამ ამჟამად  დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, მას ქართველი დიპლომატები ეძებენ
„ვეძებთ ერთ ქალბატონს, რომელსაც ვერ უკავშირდება ოჯახი. სამი შეტყობინება შემოვიდა. სამივე გამოვარიდეთ ხანძრის ზონას და დავაბინავეთ, ამ მომენტისთვის საბედნიეროდ არ გვაქვს არცერთი დადასტურება არც გარდაცვალების და არც ჰოსპიტალიზაციის შესახებ“-ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი
 
დიპლომატიური წარმომადგენლობა მოუწოდებს მოქალაქეებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე (ნომერზე +306995779793).. საქართველოს საელჩო საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაში აგრძელებს  მუშაობას.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...