მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა

Published on

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა, შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 
გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...