მთავარისიახლეებიკონფლიქტები54 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის...

54 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის გამო

Published on

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის გამო, 2015 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, სისხლის სამართლებრივი დევნა 54 პირის მიმართ დაიწყო
 
სისხლის სამართლებრივი დევნა 2015-2017 წლებში  ჯამში 46 პირის მიმართ დაიწყო, 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი 8 პირის მიმართ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.
 
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეების მიმართ იწყება, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დევნა საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართაც დაიწყო. 
 
2015-2017 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის 18 მოქალაქის, აზერბაიჯანის 6 მოქალაქის, სომხეთის 7 მოქალაქის, უკრაინის 3 მოქალაქის, თურქეთის 5 მოქალაქის, შვედეთის 2 მოქალაქის და თითო-თითო ესტონეთის, მოლდოვას, პაკისტანისა და უზბეკეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.
 
2018 წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი, სისხლის სამართლებრივი დევნა თურქეთის 4 მოქალაქისა და 2-2 აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.
 
ამასთან, როგორც შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის 3222 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს, სისხლისსამართლებლივი დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებში არ ფიქსირდება. 

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...