მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სიურპრიზი'' პუტინისაგან: ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა

,,სიურპრიზი” პუტინისაგან: ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა

Published on

ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა. როსპოტრებნადზორი ალკოჰოლურ სასმელებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას აანონსებს.
 
16 ათასი ლიტრი ქართული სასმელი კი რუსეთის ბაზარმა უკვე დაბლოკა. ვლადიმერ პუტინის გუშინდელი მუქარის შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გადადგა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დაწუნებულია 16 ათასი ლიტრი ღვინო რუსეთში გატანილი მილიონობით ლიტრიდან. ისინი თვლლიან, რომ ეს  ძალიან ცოტაა და მორიგი ემბარგოს წინა პერიოდის ნიშნებს ვერ ხედავენ.
ქართული ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელ ორგანოში  მომხდარს ჯერ კიდევ სწავლობენ.
 
მათივე ცნობით, ღვინის ექსპორტი კი გასულ წელთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი. 
ასეთი ვაჭრობის ფონზე, მაღალ რისკებზე საუბრობენ ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები. მათი ნაწილი ღვინის სააგენტოსგან კონტროლის მექანიზმის გამკაცრებასაც მოითხოვს.
 
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, გაზრდილი ექსპორტის შედეგად, ასევე, იზრდება ამავე კაპიტალის დაკარგვის რისკიც,რასაც ზრდის  პუტინისთვის ჩვეული   სიურპრიზების, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გააქტიურებას მოყვება ხოლმე.
 
ეკონომისტები ნაწილი ხელისუფლებას რუსეთიდან მომავალი საფრთხეების სწორად გაანალიზებას ურჩევენ.
 
უხარისხობის მიზეზით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების შეტანა 2006 წელს უკვე აკრძალა, მაშინ რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებამ ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
 
ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...