მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის

შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროექტებს ახორციელებენ .
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით,  შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, სხვადასხვა გამოწვევები და დაბრკოლებები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში აწყდება. 
 
საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჰუმანიტარული მიმართულებით, რომელთა მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს. მხარეებმა იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებული პროექტებისა და ინიციატივების გაგრძელების მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. 
 
ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და მათ გაწეული ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 
 
შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიურად იმართება და მას კოორდინირებას უწევს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი, ნილს სკოტი.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...