მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პუტინის ყველზე დიდი მტერი ვიქნები, თუკი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები...

“პუტინის ყველზე დიდი მტერი ვიქნები, თუკი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არ დალაგდება“ – ტრამპი

Published on

“მე ვლადიმერ პუტინის ყველზე დიდი მტერი ვიქნები, თუკი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არ დალაგდება“ , – განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთია, ვინც მოსკოვის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ამის დადასტურება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებაა.„მე გაცილებით მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტი წლების განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონოდა იმის გამო რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ეს არ არის პოზიტიური რუსეთისთვის. შეხედეთ სანქციებს, რომლებიც რუსეთს დავუწესე, დიპლომატებს რომლებიც ქვეყნიდან გავაგდე და ყველაფერს რაც უკვე გავაკეთე.
ობამას მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია, ის მხდალი იყო რუსეთთან მიმართებაში. ნორმალური ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან პოზიტიური ფაქტია და არა ნეგატიური . თუკი ეს არ იმუშავებს, მე ვიქნები ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში კი, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიიწვია .
შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...