მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია - მიხეილ სააკაშვილი

გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია – მიხეილ სააკაშვილი

Published on

გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძეს აქვს საქართველოს გადარჩენის და მომავლის ზუსტი ხედვა, რასაც ის სრულად იზიარებს.„ახლა მთავარია ბევრი ადამიანის ჩართვა გადამწყვეტ ბრძოლაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და წარსულში უთანხმოებებისა.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, მდაბიო ოლიგარქის მიუღებლობა და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მომავლის შექმნის სურვილი.
ჩვენ – ქართველი ხალხი, აუცილებად გავიმარჯვებთ! იდეა დაამარცხებს ფულს, სიმართლე ტყუილს და სიკეთე ბოროტებას“, – წერს სააკაშვილი. 
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...