მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძე და ზაქარია ქუცნაშვილი ,,შეიბნენ"'

გედევან ფოფხაძე და ზაქარია ქუცნაშვილი ,,შეიბნენ”‘

Published on

დავით ჭიჭინაძის გარიცხვა "ქართულ ოცნებაში" მორიგი განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება.
 
"მე მგონია რომ ეს არის პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება არამარტო პარტიისთვის და პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის ,თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს ჰქონდეს – შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას. 
 
„მე მაინტერესებს ამ პოლიტიკური გუნდის შიგნით რა პრინციპებზე ხდება ერთმანეთთან ურთიერთობა და რაში მდგომარეობს დავით ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, რომ პარტიიდან მოსული მესიჯებით არ ცხოვრობს და არ აზროვნებს?! თუ ეს არის ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ. მე მაინტერსებს ამ ყველაფრის დასაბუთება! რატომ ირიცხება ჭიჭინაძე პარტიიდან – რუსეთის აგენტია? შპიონაჟშია ეჭვმიტანილი? კორუფციაზეა საუბარი? რაც შეეხება ეთიკურობის საკითხს, ეთიკურობა ძალიან შეფასებითი კატეგორიაა. ერთს რაც არაეთიკურად მიაჩნია, მეორეს მიაჩნია პრინციპულად, სწორად და სამართლიანად! მაშინ საზოგადოებას ვკითხოთ, თუ როგორია ეთიკის სტანდარტები. არ მგონია, რომ დათო ჭიჭინაძეზე უფრო ეთიკურად იქცეოდეს ბევრი სხვა, რასაც ჩვენ ბევრისგან ვითმენთ. ყველაფერზე სათქმელი, ბოლომდე ითქმება – თუ ასე დაისვა საკითხი, რაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა  გედევან ფოფხაძემ.
 
 ჭიჭინაძის თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტია საკუთარი სურვილით მათაც დატოვონ, რაც შესაძლოა მმართველ გუნდს მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდეს.
გედევან ფოფხაძეს მისი ხმაურიანი განცხადების გამო მისივე თანაგუნდელი, ზაქარია ქუცნაშვილი აკრიტიკებს და პარტიის დატოვებას ურჩევს.
 
"მე არ გავჩერდებოდი იმ პოლიტიკურ პარტიაში რომელსაც ვუწოდებდი კომუნისტების გაერთიანება,ს ეს იქნებ ჩემი პასუხი გედევან ფოფხაძისადმი. მე მგონია რომ გარკვეული ჯგუფი ცდილობს რომ გარიცხვით თავსი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს,"-ცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი. 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...