მთავარისიახლეებიპოლიტიკამე მას ერთხელ ვკითხე პირისპირ შეხვედრისას, რატომ იტაცებენ საქართველოს ტერიტორიიდან რუსები ხალხს,...

მე მას ერთხელ ვკითხე პირისპირ შეხვედრისას, რატომ იტაცებენ საქართველოს ტერიტორიიდან რუსები ხალხს, რაზეც მან მიპასუხა, რომ ისინი საკუთარ თავს იტაცებენ – სააკაშვილი პუტინზე

Published on

მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტყუილში ადანაშაულებს. ტელეკომპანია "ფოქს ნიუსის" პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მორიგი სიცრუე თქვა.
საქმე ეხება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ, თუმცა მან მოგვიანებით ეს საკითხი დეტალურად მიმოიხილა მიხეილ სააკაშვილმა ფოქსნიუსის ეთერში ასევე რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა და რუსული სპეცსამსახურების საქმიანობაც გაიხსენა.„ვლადიმერ პუტინი არა მარტო შემოიჭრა ჩემს ქვეყნაში, არამედ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, აგზავნიდა სადაზვერვო სამსახურების მუშაკებს და ახორციელებდა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. გრუ-ს თანამშრომლებმა შეაღწიეს ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში და ყალბი ვიდეო ჩანაწერების გავრცელება მოახდინეს. მე მას ერთხელ ვკითხე პირისპირ შეხვედრისას, რატომ იტაცებენ საქართველოს ტერიტორიიდან რუსები ხალხს, რაზეც მან მიპასუხა, რომ ისინი საკუთარ თავს იტაცებენ.
"პუტინის ყურება როდესაც იგი იტყუება, არ არის ჩემთვის ახალი. ის ჯერ ამბობს რომ არ აქვს ინფორმაცია შეერთებულ შტატებში არჩევნებში ჩარევაზე, შემდეგ კი დეტალურად ყვება ამის შესახებ. ის ამბობს რომ არაფერი იცის სკრიპალების შესახებ, რასაც ასევე ლიტვინენკოსა საქმესთან  დაკავშირებით აცხადებდა, თუმცა ბრიტანულმა გამოძიებამ შემდგომში დაადასტურა რომ ეს რუსეთის ჩადენილია და რომ მსგავსი ქმედება პირადად პუტინის ბრძანების გარეშე არ ხდება,”-განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...