ჩვენმა პოლიტიკოსებმა ენათმეცნიერებასა და ტოპონიმიკის სფეროში დაიწყეს ცდები. ამის უფლება ყველასა აქვს, მაგრამ არა მეცნიერების ( და არა მხოლოდ) საზიანო პოლიტიკური მიზნებით
კობა დავითაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელსაც , ფრიად გონივრული სათაური აქვს, მაგრამ ტექსტში, სამწუხაროდ, სხვა მესიჯიც იკითხება. ეს ის შემთხვევაა, როცა , როგორც ჩვენი ხელისუფლების ადა ფსევდოპოზიციის დამკვეთი რუსები იტყოდნენ, ამ სათაურით ის ,, подслащивает горькую пилюлю'' ( მწარე აბის შაქრით დატკბობას ცდილობს).
"უმორჩილესად გთხოვთ, გააზიაროთ! – წერს კობა დავითაშვილი – იცით, რომ თბილისი, რომელსაც დღეს მეგრელები „ქართს“ ეძახიან ქართლის საპატივცემულოდ, სინამდვილეში სვანური ტოპონიმია? ის სვანური სიტყვებიდან „ტებდ“(თბილი) და „ლიც“ (წყალი) შედგება. ლისის ტბაც და მანგლისიც ფუძეში სვანურ „ლიც“-ს ანუ წყალს შეიცავს. ქართულშიც შემოგვრჩა გამოთქმა „წყალი (ტბა, ზღვა) ლიცლიცებსო“ . ის აღარ გვახსოვს, რომ „ლიც“ წყალია, მაგრამ ამ სიტყვას წყლის აღმნიშვნელ სიტყვასთან ერთად ვიყენებთ.
უძველეს პროტოქართულ ენასთან, რომელიც წინ უძღოდა იბერიულ და კოლხურ ენებს, ყველაზე ახლოს სწორედ სვანური ენა დგას. ეს ენები არ უნდა დაიკარგოს, ჩვენს შვილებს სკოლაში უნდა ასწავლიდნენ, როგორც წინაპრთა მემკვიდრეობას! უნდა ასწავლიდნენ სწორედაც რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ სამეგრელოში ან სვანეთში!
ტარიელ ფუტკარაძის თეორია სვანურისა და მეგრულის დიალექტებად გამოცხადების თაობაზე ზუსტად იმ საქმეს ვნებს, რასაც ვითომ ემსახურება!
რეგიონალური ენების ევროპული კონვენციიდან გამომავალი ავტონომიზაციის საფრთხე აცილებულ უნდა იქნას არა მეგრული და სვანური ენების „ჩამოლაბორანტებით“ დიალექტებად, არამედ ამ ენების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სკოლაში სწავლებით ჯერ ფაკულტატურად და შემდეგ სავალდებულოდ! სწორედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მარტო სამეგრელოში! ამით ჩვენ ამ ენებს საერთოეროვნული ენების სტატუსს მივანიჭებთ და ავიცილებთ რეგიონალური ენების სტატუსის საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის!"
სავსებით სწორი პოზიციაა მეგრულ და სვანურ ენებთან მიმართებაში, მაგრამ… არის ამ ტექსტში ერთი კოვზი კუპრი, რომლის გამოც ეს თაფლი არა იჭმება.
დიდი მადლობა კობა დავითაშვილს მეგრულ და სვანურ ენებზე ზრუნვისთვის, მაგრამ სანამ ამ ენების სკოლებში სწავლებისაკენ მოუწოდებდეს ვინმეს, იქნებ თავად მიეღო ანბანური განათლება ამ საკითხში. საქმე ეხება თბილისის მეგრული სახელწოდების დავითაშვილისეულ ახსნას, რომლის თანახმად, მეგრელები თურმე,, თბილისს ქართს ქართლის საპატივცემლოდ ეძახიან''. მეგრელები ქართლსაც და დანარჩენ საქართველოსაც პატივს სცემენ, მაგრამ ამავე დროს და არანაკლებ პატივს სცემენ თავის თავს და თავიანთ მეგრულ ენას, ამ ენაზე კი ქართი ზღუდერს , ქალაქს ნიშნავს. სულ ტყუილად ჰგონია კობა დავითაშვილს, რომ სტერეოტიპების თანახმად ,,ეშმაკი''მეგრელები ( ასე ესმის ზოგიერთს მეგრული სისხარტე და გამჭრიახობა) გადაყლაპავენ მის მოწვდილ აბს და ვერ დაინახავენ ქვეტექსტს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. ენების რანჟირება სახიფათო საქმეა, ამას ბეწვის ხიდზე გავლა და არგუმენტირება სჭირდება , კობა დავითაშვილი ენათმეცნიერი არ არის და სანამ ქართველური ენების წარმოშობისა და პროტოქართულ ენაში რომელიმე ამ ენის დომინანტობას შეეხებოდეს, ჯობს იურისტის პოზიციით დაკმაყოფილდეს.მაგრამ არა! მაშინ როგორ მოიგოს პოტენციური ელექტორატის გული სვანეთში, რასაც სამეგრელოში ვერ მიაღწია.
კობა დავითაშვილი კობა დავითაშვილია და მას ტარიელ ფუტკარაძისა და ყველა სხვა ადამიანის მსგავსად აქვს სრული უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და გამოთქვას იგი სადაც და რა ფორმითაც სურს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით არჩილ თალაკვაძეზე, რომელიც ბოლოსდაბოლოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და მისი პოზიცია სახელმწიფოს პოზიციად აღიქმება. მით უფრო რომ იგი თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში კი არ ავრცელებს, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, – საპარლამენტო ტრიბუნიდან, მმართველი პარტიის სახელით. .
დროა ხელახლა გავიცნოთ ერთმანეთი, როგორც დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთის უნახავმა ძმებმა. – დავუბრუნოთ ლესელიძეს სახელწოდება გეჩრიფში, განთიადს – ცანდრიფში"' – განაცხადა მან საქართველოს პარალმენტში პლენარულ მოსმენაზე , რომელზედაც განიხილებოდა მთავრობის ახალი შემადგენლობისდამი მხარდაჭერის საკითხი.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ'' გადადგა თამამი ნაბიჯი, როცა შეიმუშავა ახალი ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეეთესი მომავლისაკენ''
,,ამ სამშვიდობო ინციატივით, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ გვაქვს მზადყოფნა ჩვენი პრობლემების გადაჭრისათვის. აფხაზეთში გაგრიდან 13 კილომეტრში არის დაბა, რომელსაც კომუნისტებმა ლესელიძე უწოდეს, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი აფხაზური ტოპონიმი გეჩრიფშია . იგივე შეიძლება ითქვას გაგრის რაიონში მდებარე ცანდრიფშზე, რომელსაც კომუნისტებმა განთიადი უწოდეს და სადაც დგას ცანდრიფშის ულამაზესი ტაძარი. ჩვენ უნდა შევცვალოთ იქ საბჭოთა, რუსული მემკვიდრეობა და დავუბრუნოთ ამ ადგილებს ისტორიული სახელები. ეს საბჭოთა სახელები ხომ თავის დროზე ჩვენს მიმართ აფხაზთა უკმაყოფილების გასაღვივებლად იყო გამოყენებული.'' – განაცხადა თალაკვაძემ.
ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ თალაკვაძეს, სანამ ტოპონიმიკაში პოლიტიკურ ჩხრეკას მიყოფდა ხელს, ჩაეხედა ცანდრიფშამდელ და გეჩრიფშამდელ რუკებში. იქნებ, ვიკმაროთ ძველ კოლხურ, მეგრულ ტოპონიმებთან ბრძოლა ამა თუ იმ ფორმითა და მოტივებით?
ნავი, რომელსაც ეს ბატონები სხედან, გახვრეტილია, ასე შორს ვერ გასცურავენ .
ნონა ქობალია
.