მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“ - ვლადიმერ პუტინი

მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“ – ვლადიმერ პუტინი

Published on

პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა საქმიან და გულწრფელ გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯების დაგეგმვას. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთის მხრიდან. „რუსეთის სახელმწიფო არ ჩარეულა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და მზად არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ჯგუფების ფარგლებში იმუშაოს“, – აღნიშნა მან.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...