სტიქია რაჭაში – სოფელ ღებთან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ადგილზე გაჰყავთ დროებითი გზა, რომლის საშუალებითაც მძიმე ტექნიკა გადაადგილებას შეძლებს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, რაჭაში ვარაუდობენ, რომ ტრანსპორტი ხიდზე გადასვლას უკვე დღის ბოლოს შეძლებს.უხვი ნალექის გამო, ონის მუნიციპალიტეტში წაღებულია ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია მოსავალი."მოსახლეობა ნორმალურად არის, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეგ არის, რომ სტიქიამ დაუზიანათ სავარგულები, სახნავ-სათესები, რამდენიმე მოსახლის ეზო დაიტბორა. ყველაფერი მოგვარებულია დღესდღეისობით და მიმდინარეობს სამუშაოები,“ – განაცხადა ონის მერმა, ემზარ საბანაძემ.
რაჭაში სტიქიას ებრძვიან
სიახლეები
სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა.
პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...
სიახლეები
ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...
საზოგადოება
EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...
მსოფლიო
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...