მთავარისიახლეებიკულტურა,,ინგრეოდა, ნაწილ - ნაწილ იშლებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ატარა თავისი მისია....

,,ინგრეოდა, ნაწილ – ნაწილ იშლებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ატარა თავისი მისია. მშვიდობით, მეგობარო”

Published on

,,გუშინ გადავიღე, დღეს ალბათ არც დგას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თეატრი შენდება, გული მაინც ჩამწყდა. მშვიდობით, მეგობარო'' – ასე ეთხოვება ზუგდიდის თეატრის შენობის რღვეულ ნაშთებს პოეტი ნიკა ლაშხია თავის პირად ფეისბუქგვერდზე. 
 
მის ამ პოსტს ბევრი ზუგდიდელი ( და არამხოლოდ) ეხმაურება  ურბანული და ადამიანური სევდით. კომენტარების ავტორები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთაც მხოლოდ მშობლებისგან შეიძლება იცოდნენ,  რას ნიშნავდა ეს შენობა ახლა უკვე ძველი ზუგდიდისათვის, რადგან  ის,  რასაც ისინი შეესწრნენ, ძველის აჩრდილი და  ნაშთი იყო მხოლოდ. 
 
 
ყველაფერი ცვდება სულის გარდა.   ეს შენობაც ფიზიკური თვალსაზრისით გაცვდა და გაილია,  ინგრეოდა, ნაწილ – ნაწილ იშლებოდა, მაგრამ მაინც უძლებდა და ბოლომდე ატარა თავისი მისია  იმიტომ, რომ მის რღვეულ სხეულშიც ( როგორ იქნება, აქ შექსპირი არ ვახსენოთ) სხვა სული იდგა.   სწორედ ეს სული კარნახობს  ახალგაზრდებს, რომ ეს შენობა შენობაზე მეტია და სწორედ ეს მემკვიდრეობითობა და თაობებს შორის ზიარი განცდები   ანელებს დღევანდელი დღის სევდას
 
 მადლობა თეატრს და მადლობა ახალგაზრდებს ამ შეგრძნებისთვის. 
 
 
 
,,იმედს ვიტოვებ ფეხბურთის მოედნის ბედს არ გაიზიარებს თეატრიც და კეთილსინდისიერად დახარჯავენ ფულს , ნორმალური სტანდარტებისას ააშენებენ '' –  ესეც ახალგაზრდების კომენტარებიდანაა. 
 
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...