მთავარისიახლეებისამართალიკომისიის წევრებს დღეს გამომძიებლებთან კითხვები კვლავ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვთ

კომისიის წევრებს დღეს გამომძიებლებთან კითხვები კვლავ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვთ

Published on

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – კომისიის წევრები სხდომაზეი  შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მოსმენა მიმდინარეობს.
კომისიის წევრებს გამომძიებლებთან კითხვები კვლავ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვთ. 
 
კითხვები ეხება მოწმეების დაკითხვას, კონკრეტულად კი არასრულწლოვნებს. ირაკლი აბესაძის თქმით, არასრულწლოვნები ღამის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, რაც აბესაძის თქმით, არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების მიხედვით აკრძალულია. 
 
კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობს. კამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამომძიებლებთან გამოიწვია დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ დასმულმა კითხვებმა, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.
 
საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ისევ არ მისულა შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა. 
 
მან კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარუდგინა. 
 
შეგახსენებთ, რომ სიგუა კომისიის მხოლოდ ერთ სხდომაზე მივიდა. მეორე დღეს კი ის გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. შსს-მ განმარტა, რომ სიგუას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...