მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება

Published on

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება- ამის შესახებ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა.
კიდევ ერთი სამინისტროს სახელი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თავდაპირველ ვერსიაში კი დევნილების ნაცვლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეწერა.დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უყარა კენჭი და მხარი 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
კენჭისყრამდე პარლამენტში რამდენიმე სამინისტროს დასახელების შეცვლამ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. საუბარია განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს დასახელებებზე. 
3 ივლისს მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა.2 ივლისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნა გაიზიარა და სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დათანხმდა.

სიახლეები

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...