ელიავას ბაზრობა – წინ წყალი, უკან მეწყერი ადამიანებისთვის, რომლებიც აქ მუშაობით არჩენდნენ ოჯახებს

0
432
თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნადა ახლა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ დეპუტატებმა უნდა მიიღონ.თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს., ამდენად  ამ ინფორმაციას  განსაკუთრებული მღევარებით შეხვდნენ  ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულები, რომელთათვისაც ამ გეგმის ამოქმედება სამუშაოს დაკარგვას ან  საუკეთესო შემთხვევაში ამ ადგილის რუსთავში გადატანას ნიშნავს,  რაც არანაკლებ მძიმე პერსპექტივას უქადის მათ.
 
კახი კალაძე ჯერჯერობით გაურბის პირდაპირ პასუხს ელიავაზე დასაქმებულთა კითხვებზე და ამბობს, რომ  ამ დოკუმენტმა დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები უნდა დაარეგულიროს, თუმცა იგი კონკრეტიკას არ ითვალისწინებს და იქ მხოლოდ ის წერია, რომ უნდა განისაზღვროს, თუ როგორ და რა ფორმით მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება, ეს კი ნიშნავს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ მოვაჭრეებთან შეხედრის შემდეგ მიიღება. 
 
"ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ინფორმაციას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას და შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. ეს კერძო საკუთრებაა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს ამას. ჩვენ მეპატრონეებთან გვექნება შეხვედრა. აქ ორი მიმართულებაა: 1. თუ მოხდება ბაზრობის გადატანა, რა თქმა უნდა, მათი თანხმობა უნდა იყოს, რადგან ეს კერძო საკუთრებაა. ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ახალი ტერიტორია, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება, 2. იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ. არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენლი. ეს პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს იქ მომუშავე ადამიანებისთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის. გენერალური გეგმა ვერ იტყოდა კონკრეტიკას, ის ზოგადი დოკუმენტია", – განაცხადა კალაძემ.
 
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილია შემდეგი ეტაპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიებზე "ჩარჩო გეგმების" დამუშავებას ითვალისწინებს.
 
"უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, – ნათქვამია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის პროექტში.
 
თბილისის გენგეგმის განხილვამდე უკვე კეთდება შეფასებები.
 
ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით შენარჩუნების წინააღმდეგია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა,“  თუმცა ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს კერძო მესაკუთრეების დაზარალება და მათ უნდა შესთავაზონ ალტერნატიული ფართი.
 
„რაც შეეხება ელიავას ბაზრობას რა თქმა  უნდა კარგია აქაც რომ იყოს რეკრეაციული სივრცე, მაგრამ რეკრეაციული და მწვანე სივრცეების შექმნა არ უნდა მოხდეს ადამიანების უმუშევრად დარჩენის ხარჯზე. თუ მაინც გადაწყდა, რომ აქ უნდა მოეწყოს გამწვანებული ტერიტორია მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უმუშევრებს მრავალ ათასიან არმიას კიდევ ათასობით  ადამიანი  არ შეემატოს, რომლებიც დაკარგავენ იქ სამუშაოს. ამიტომ უნდა შესთავაზონ ადეკვატური, სამართლიანი ტერიტორია,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
 
ელიავას ბაზრობის გადატანას მხარს უჭერს ფრაქცია  „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტიც. მისი თქმით  ელიავას ბაზრობა არის ჰაერის დაბინძურების წყარო.
 
„ამ ფორმით  რა ფორმითაც არის ახლა ელიავას ბაზრობა, ეს არის დაბინძურების წყარო და უნდა მოხდეს ხელშეწყობა, რომ გარემოს დაბინძურება არ ხდებოდეს და შესაბამისად დაინტერესებული  პირები  უნდა იყვნენ ისე მორგებული რომ არ დაზარალდნენ ან იქ დასაქმებული პირები, არც მესაკუთრეები,“-განაცხადა დავით ჟღენტმა. 
წინა სტატიაგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება
შემდეგი სტატიასუს-ის ზუგდიდის განყოფილების უფროსმა, გოგი ნაჭყებიამ თანამდებობა დატოვა- TIMER.GE
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური