მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი: ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზს ავაშენებთ

პრემიერი: ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზს ავაშენებთ

Published on

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განაგრძობს შეხვედრებს ზუგდიდში მოქალაეთა სხვადასხვა ჯგუფებთან. მასთან ერთად იმყოფებიან  შსს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სხვა მინისტრები.

.ზუგდიდში „დადიანების სასახლის“ ეზოში გამართულ შეხვედრაზე . მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობასა და პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიისა და ფოთის პორტები ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს უზრუნველყოფს

ბახტაძემ ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. „ტურისტული შესაძლებლობების ათ პროცენტსაც ვერ ვიყენებთ. აუცილებელია მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარება. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

 
პრემიერის   თქმით, დაგეგმილია ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია და ისტორიული იერსახის აღდგენა.. ამასთან ზუგდიდში ძველ პარკში დიდი სპორტკომპლექსი, საცურაო აუზი აშენდება. ამ მხრივ , ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა  მსგავს პროექტს განახორციელებს “ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაური ახალგაზრდებისთვის და არამარტო მათთვის”,-  აღნიშნა ბახტაძემ.
 
დადიანების ეზოში გამართულ შეხვედრაზე  მან ასევე ისაუბრა აზიური ფაროსანას შესახებ და აღნიშნა, რომ წელს ამ მავნებლის რაოდენობა შემცირებულია და ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა. 
ერთ-ერთი ვეტერანის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მათთვის პენსიების გაზრდა , პრემიერმა  აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობას არა მხოლოდ სოციალური კუთხით აპირებს, არამედ ბინათმშენებლობაც არის დაგეგმილი, თუმცა  სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა, რომ ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი აშენდება. მისი თქმით, განათლება ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც რეგიონული უნივერსიტეტების განვითარება და მსგავსი დაწესებებების არსებობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
 
“აუცილებელია სხვადასხვა კონკურენტული პროფესიის განვითარება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც ამ სასწავლებელს ავაშენებთ”,- აღნიშნა ბახტაძემ.

.
 
 
 
 
 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...