მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს

ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს.ადვოკატის, ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, დირექტორს, მანანა თურქაძეს სკოლაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.„სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად ცნო, რომ იმ ორი ბავშვის მიმართ, ა.ს. და თ.ჩ-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა, თუმცა, მე ვე ვიგრძენი მორალური პასუხისმგებლობა დირექტორისგან. მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია,“ – განაცხადა ადვოკატმა.ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიაში 51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძეც არის.
დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები და ადვოკატები დაკითხეს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...