მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველაფერში დამნაშავე მოსახლეობაა - მინისტრობის კანდიდატები ოლიგარქს ხელ-პირს თუ ფეხს ბანენ

ყველაფერში დამნაშავე მოსახლეობაა – მინისტრობის კანდიდატები ოლიგარქს ხელ-პირს თუ ფეხს ბანენ

Published on

. ცხარე დებატებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს  უსმენენ.
 
„ნაციონალური მოძრაობამ''  კატეგორიუად დაუსვა მას კითხვა, რამდენად კანონიერად ხდება  ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირება შეკვეთილში ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიიდან.
 
დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ  მუხაესტატეში ივანიშვილის ხის გადატანის დროს პოლიციელის მკვლელობის ფაქტიც გაიხსენა.
 
„რა ეკოლოგიური ზიანი ადგება ჩვენს ქვეყანას იმ საქმიანობით, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და ამისთვის იყენებს მთელ ადგილობრივ რესურს, მათ შორის პოლიციის რესურს – არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო ის შემზარავი ფაქტი რაც მოხდა, როდესაც პოლიციელი გარდაიცვალა, იმ დროს როცა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანა, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიხოცოს, კიდევ რამდენი ელექტროგამტარი მილი უნდა გაფუჭდეს, რომ თქვენ ამოიღოთ ხმა?“- მიმართა მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს.
 
ლევან დავითაშვილმა თინათინ ბოკუჩავა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ივანიშვილის ხეების გადატანა მოსახლეობასთან შეთანხმებით ხდება და არანაირი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე არ არსებობს.
 
„გადატანის დროს არ ყოფილა არანაირი გარდაცვალების შემთხვევა და დანარჩენი ფაქტებიც, რომელიც ვითომდა უკავშირდება ეკოლოგიურ კატასტროფას, ეს ასე არ არის. ამასთან დაკავშირებით თქვენი კონტროლირებადი მედია საშუალებებით იყო გასული, რომ ხდებოდა ვითომდა ხეების მოჭრა და ხშირ შემთხვევაში აჩვენებდნენ საკარმიდამო ნაკვეთებს, როცა მოსახლეობა თავად იყო მომხრე რომ ხეები გაესხვისებინათ, ეს იყო წარმოჩენილი სხვანაირად“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
ანუ, მინისტრის  მტკიცებით,  ოლიგარქი აქ არაფერ შუაშია და ყველაფერში დამნაშავე…  მოსახლეობაა

სიახლეები

საია- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს

ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენა სამართლის ძირითად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა....

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ...

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და...