მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის ხეობის მოსახლეობა თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას ითხოვს- მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობის მოსახლეობა თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას ითხოვს- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა,
 
დღეს, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პანკისის მოსახლეობას, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. 
 
„ აქციები იწყება ხეობაში. ხელისუფლება ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას, ჩემს დისკრედიტირებას. ხალხი არ არის უტვინო. ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და სასტიკად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ სპეცოპერაციით ასეთი აუხსნელი შეცდომა დაუშვა, კერძოდ კი, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და სპეცრაზმელი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
 
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...