საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს

0
427
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს.როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე „იუნისეფ“-ის კვლევაზე ისაუბრეს, რაც რატომღაც ყველას სასაცილო ჰგონია, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე,  საკმაოდ მძიმე სურათია ქვეყანაში შექმნილი.„ქვეყანაში უსამართლობის განცდას სიღარიბე რომ ემატება, მთავრობა უნდა გადადგეს, ეს საკითხია დღის წესრიგში დასაყენებელი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.  ამასთან, კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. ასევე, UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.  2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.
წინა სტატიანინო ლომჯარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიახანძრების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური