მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძრების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ხანძრების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

Published on

ეროვნული სატყეო სააგენტო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებულ დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.„ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად-გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...