მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ იყო გუშინდელ აქციაზე მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი? - ხელისუფლება ისე შეეჩვია ხალხი...

რატომ იყო გუშინდელ აქციაზე მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი? – ხელისუფლება ისე შეეჩვია ხალხი მოტყუებას, რომ ახლა თავსაც იტყუებს

Published on

 
„პოლიტიკური პარტიები ვდგავართ შვილმოკლული მშობლებისა და გულმოკლული საქართველოს გვერდით. როგორც გადაწყვეტს აქციის ორგანიზატორები, პოლიტიკური პარტიები ისე ვიქცევით.  – “განაცხადა" ლეიბორისტული პარტიის"  ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც სამართალდამცველების მიერ აქციის  მონაწილეთა დაკავებასთან და   გზის სავალ ნაწილზე  განთავსებული კარვების პარლამენტის შენობის წინ გადატანასთან დაკავშირებით მივიდა.  –  ეს შვილების სიკვდილს ეხება. აქ მათი ნების გარეშე გადამეტებული აქტიურობა შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს მიცვალებულებისა და მშობლებისთვის, ამიტომ ვართ დელიკატურ სიტუაციაში, გუშინ გადაწყვიტეს რომ პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნაზე არ ასულიყვნენ და შევასრულეთ ეს გადაწყვეტილება და ვიდექით აქციაზე
 
სწორედ სიტუაციის დელიკატურობის გამო მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტილება  არ განეხორციელებინათ  ხალხის უფრო მასშტაბური  მობილიზაცია ( ცალკე საკითხია რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება  ადრინდელი ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, მაგრამ ფაქტია  ის, რომ, მაგალითად ზუგდიდში,  საიდანაც გადიოდა ავტომანქანები თბილისში გამგზავრების მსურველთათვის, საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა იმ მიზეზით, რომ მათთვის ადგილი ამ ავტომობოლებში არ აღმოჩნდა.
 
შესაბამისად ხელისუფლებისა და მათი მომხრეების ქილიკი აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე და ოპოზიციური პარტიების დასუსტებაზე , რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია . თუმცა ნება მათია – ხელისუფლება ისე შეეჩვია ხალხის მოტყუებას, რომ ახალ საკუთარ თავასაც იტყუებს. საკითხავია, როდემდე?
 
ასეც რომ იყოს, ვერავინ იქნება თავდები, რომ მზარდი საპროტრესტო მუხტი და უკმაყოფილება  ხელახლა არ აფეთქდება  ამ ტუ სხვა მიზეზით – სოტაზის მსხერპლად მიტანა ის ნაბიჯი არ არის, რომელიც ხალხს მაცივრებს აუვსებს და უამრავ სხვა პრობლემას მოაგვარებს. ამდენად,  ხელისუფლებას რომ ოდნავ უკეთესი ანალიტიკოსები ყავდეს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გამოთიშვას ამ პროცესებიდან  არ შეეცდებოდა, რადაგან სადაც პოლიტიკოსები არ არიან,  იქ ქაოსია და უმართაობა.   
 
რაც შეეხება დღეს დილით რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, ნათელაშვილი მომხდარს კანონდარღვევას უწოდებს, რადგან მისი თქმით, აქცია შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული იყო.  კარვების აქცია რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის თანხმობის შემდეგ დაიწყო.  „დაგვირეკეს და გვითხრეს, მიღებულია და დაიწყეთ მიტინგი" აცხადებს იგი .

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...