მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში დღეს დაგეგმილ სოლიდარობის აქციაზე მხარდამჭერთა კოლონა ზუგდიდიდან უკვე გაემგზავრა

თბილისში დღეს დაგეგმილ სოლიდარობის აქციაზე მხარდამჭერთა კოლონა ზუგდიდიდან უკვე გაემგზავრა

Published on

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციას სამეგრელოც უერთდება. დღეს ზუგდიდიდან აქციაზე უბრალო მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები გაემგზვრნენ. ისინი  სოლიდარობას უცხადებენ შვილმკვდარ ოჯახებს და ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.“შვილი მოუკლეს შვილო ამ კაცს, აუჩეხეს და არავინ არ ისჯება, ეს სამართალია? უნდა დაისაჯოს ყველა, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს“- განაცხადა „ოდიშინიუსთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძის თქმით, სულ ზუგდიდიდან 500-ზე მეტი ადამიანი მიემგზავრება, მათ შორის უმრავლესობა უბრალო მოქალაქეები არიან, ასევე პარტიის აქტივისტები და მხარდამჭრები. სოლიდარობის აქციას უერთდება გარდაცვლილი სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის ზვიად ლაგვილავას ოჯახი, ასევე  გარდაცვლილი კახათელი მოზარდის საბა ჩახაიას ოჯახიც, რომელიც აქციაზე ყველა იმ პირის დასჯის მოთხოვნით გამოვა, ვინც ბავშვების მკვლელობაში მონაწილეობდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, პრემიერს და„ოცნების“ მთავრობას10 ივნისამდე მისცა ვადა. თუ ამ დროში გამოძიება არ დასრულდებოდა და ყველა დამნაშავე არ დაისჯებოდა, სარალიძე მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. მას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, რომლებიც ამ თემის ირგვლივ გაერთიანდნენ.თბილისში დღეს გამართული აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტიაა.
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...