მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ იცავს ფოთის საკრებულო ცხოველებს მოქალაქეთა ზოოფილური ვნებებისაგან

როგორ იცავს ფოთის საკრებულო ცხოველებს მოქალაქეთა ზოოფილური ვნებებისაგან

Published on

რეგინფოს ინფორმაციით ფოთის საკრებულომ ძაღლებთან და კატებთან სქესობრივი აქტი აკრძალა. 
 
 ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის შესახებ მიღებულ დადგენილებაში ცხოველთა დაცვა ზოოფილური აქტებისგან ცალკე თავად არის გამოყოფილი და  მოქალაქეთა რეაქციის სიმწვავის თვალსაზრისით ხსნის რეკორდს, რომელიც  ჯერ  მიცვალებულთა მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის, ხოლო შემდეგ ფრინველებისთვის ნისკარტებისა და კლანჭების დაჭრის აკრძალვის შესახებ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამის ჩანაწერებს მოყვა. 
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის.დარეჯან ცხვიტარიას თქმით,  სხდომაზე წარსადგენი საკითხები მათ წინასწარ არ ეგზავნებათ. შესაბამისად არ იცოდა დადგენილების ერთ-ერთი პუნქტი ცხოველებთან ზოოფილურ აქტს თუ შეეხებოდა. 
 
„არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ წინასწარ, ერთი კვირით ადრე მაინც მოგვაწოდონ შესაბამისი საბუთები, რათა გავეცნოთ. დღეს საქართველოში ისეთი პერიოდია, როცა პირუტყვი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანი. რა საჭიროა საკითხების პარტიზანული შემოგზავნები. საერთაშორისო კონვეციები თუ ამას ითვალისწინებს, ეთქვათ ნორმალურად და დავუჭერდით მხარს. ამათ ხასიათშია, ოპოზიციას ანგარიში არ გაუწიონ, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უმრავლესობაში არიან და ყველაფერს თვითნებურად მაინც ღებულობენ. ამ პუნქტის არსებობის შესახებ არც ვიცოდი. ისე წარმოადგინეს სხდომაზე აღნიშნული პროექტი, რომ ნებისმიერი მისცემდა ხმას. ყველაფერს პროცედურის დარღვევით აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, არც უმრავლესობამ იცის, თუ რას აუწიეს ხელი. 19- გვერდიან პროექტს იმ დღეს როგორ გაეცნობოდნენ?,“- განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ. 
 
საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული დადგენილება შემუშავდა არასამთავრობო სექტორისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების საფუძველზე.
 
,,ა(ა)იპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ“, 2018 წლის 19 აპრილს დადგენილების პროექტით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესიები მოწესრიგებულიყო.რის შემდეგაც დოკუმენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიისგან განსახილველად მიიღო,“- აღნიშნა საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსმა ნანა ხოშტარიამ.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც 17 წევრი ესწრებოდა, აღნიშნულ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...