მთავარისიახლეებისაზოგადოებახორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს...

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

Published on

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის თქმით, ეს იქნება პირველი პროცედურული შეხვედრა, რომელზეც დებულება დამტკიცდება. ამის შემდეგ ის ბიურომ უნდა დაამტკიცოს და კომისიას შეეძლება საქმიანობას შეუდგეს.
"ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მალე დაიწყოს საქმიანობა. პირველი სხდომა პარასკევს გვექნება, მაგრამ მანამდე ჩვენ მაქსიმალურად ვხვდებით ყველა იმ პირს, რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული ან ჩართული ამ პროცესში“, – განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.
დღეს, 11:00 საათზე სერგი კაპანაძე პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდება.  

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...