მთავარისიახლეებისაზოგადოებაზვიად კუპრავამ ზუგდიდელებს 10 ივნისის აქციაზე ინფორმაცია მიაწოდა

ზვიად კუპრავამ ზუგდიდელებს 10 ივნისის აქციაზე ინფორმაცია მიაწოდა[Video]

Published on

.„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა  სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა. მან  ზუგდიდის ბაზარში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა და ადგილობრივებს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კუპრავამ ზუგდიდელებს კვირას, 10 ივნისს, თბილისში დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კუპრავა ასევე იმყოფებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპული ზვიად ლაგვილავას ოჯახში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში და სიგარეტის საწყობის აფეთქებისას დაღუპული ბესიკ ჯგუშიას დედასთან. ოჯახები გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ სამარტალს ამ მთავრობის ხელში ვერ პოულობენ, ამიტომ უერთდებიან სოლიდარობის აქციას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. ზვიად კუპრავას თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ამ პროცესებში მისი თქმით, ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ ხვდება მოსახლეობას.კუპრავა ამბობს, რომ ყველა ის საქმე რომელიც გამოუძიბელია და ოჯახებს პასუხი არა აქვთ, 10- -ივნისს პარლამენტთან გაიჟღერებს.10 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვლის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.პარლამენტის თვითლიკვიდაციით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის. ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა-კვალის აბნევის სტრატეგია“, აცხადებს  შალვა ნათელაშვილი
 
 
 
 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...