ორი სენაკელი ახალგაზრდა პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს

0
376
, გაუპატიურების მუქარამდე პროკურატურამ სენაკის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო. საუბარია 21 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს.
 
ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ჭანია ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია,  სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა.
 
იძულებით მიღებულ აღიარებით ჩვენებას კი ბრალდებულის თქმით, პოლიციის განყოფილებაში გაუსაძლის პირობებში გატარებული 6 საათი უძღოდა.
 
სენაკელ ახალგაზრდასთან ერთად სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მისი მეგობრის ოჯახიც, 
 
გიორგი ჭანია ამბობს, რომ მას ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი ყაჩაღობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
 
ჭანია მასზე განხორციელებულ ზეწოლას დაკავებამდე ერთ-ერთ პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. მისი მტკიცებითდეტექტივ-გამომძიებლები მას თანამშრომლობას და პოლიციის ინფორმატორობას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი ის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
 
გიორგი ჭანიასთან ერთად უმძიმეს დანაშაულში ბრალი მის მეგობარს18 წლის  ხვიჩა პაპავასაც წარუდგინეს, რომელმაც ასევე ზეწოლის შემდეგ აღიარა დანაშაული.. დაკავებულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღიარებითი ჩვენება ბრალდებულისგან პოლიციამ ძალადობის გზით მოიპოვა.
 
გიორგი ჭანიას და ხვიჩა პაპავას გამოძიება სენაკში 5 აპრილს მომხდარ ყაჩაღობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით ახალგაზრდებმა მეზობელს თანხა 48 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს. თავად დაზარალებულმა პროცესზე ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ მტკიცებულებების არ არსებობის გამო უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები სასმართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
წინა სტატიასასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიათხა ვენახში – მთავრობამ მარტო სარეზერვო ფონდიდან 595 მილიონზე მეტი შეგვიჭამა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური