მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ენმ-ის წევრების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ენმ-ის წევრების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, წილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის,  ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებებში ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავს მიერ გუბერნატორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
აღნიშნული ატარებს პერმანენტულ ხასიათს და მიმართულია გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და არ მყარდება ფაქტებით. 
ლევან შონია, სასამართლში შეტანილ განცხადებაში მურთაზ ზოდელავასგან და ანა წითლიძისგან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების ურაყოფას ითხოვს.
გუბერნატორის ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მასალებში, მოცემულია ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავას მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთბული კომენტარები, ბრიფინგები და ინტერვიუები. 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...