მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული- გიორგი ტატუნაშვილი

ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული- გიორგი ტატუნაშვილი

Published on

ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ გუშინ გამოქვეყნებული დასკვნა არასრულია.
 
„ექსპერტიზის დასკვნა არასრულია. მასში ცხვირის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს შვილს ავარიის გამო ტრავმირებული ცხვირი ჰქონდა, კეხი არ ჰქონდა. ცხედარი რომ გადმოასვენეს, სიფრიფანა, კეხიანი ცხვირი ჰქონდა მიკერებული. ცხვირთან ეტყობა კიდეც თვალის უპისკენ გამავალი ნაჭრილობევი.
შუბლზეც ეტყობოდა წრიული ნაჭდევი, რაც ასევე არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭდევი მიყენებული, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს იყო ნატყვიარი. ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. შუბლზე ნაჭდევი ცხედარს გადმოსვენების დროსაც ეტყობოდა, თუმცა შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
 
მისი თქმით, იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და მათთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება. „ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული,“ – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.
 
როგორც გიორგი ტატუნაშვილმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მას ჰქონდა საშუალება, რომ ერთმანეთისთვის შეედარებინა რუსული და დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნები. მისი თქმით, რუსულ ექსპერტიზის დასკვნაში წამებასა და მოტეხილობაზე არაფერი წერია.
 
„რუსული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა შეჯახებით იყოს სისხლჩაქცევები გამოწვეული. ორმეტრიანი კაცი სამ საფეხურ კიბეზე როგორ დაგორდა ისე, რომ მთელი სხეული დაეჟეჟა. წამებასა და მოტეხილობაზე, თითები რომ დამტვრეული ჰქონდა, საერთოდ არ არის რუსების დასკვნაში საუბარი,“ – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...