მთავარისიახლეებისაზოგადოებასატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში - მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს

სატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში – მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს

Published on

კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
 
მეტროს თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხელფასების მომატებას მხოლოდ 2019 წლიდან დაჰპირდა.
 
კახი კალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არსებობს.
 
„ავუხსენით არსებული რეალური სიტუაცია, ის რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხანი თუ როგორი მდგომარეობაა ფინანსური როგორც კომპანიაში ასევე მერიაში, თუმცა ასევე მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის გასაჭირი რაც ამ ადამიანებს აქვთ და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება,“-აცხადებს დედაქალაქის მერი.
 
თბილისის მერის ამ განცხადებას მემანქანეთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რომლებმაც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გაფიცული თანამშრომლები სამუშაოსთვის საათში 10 ლარიან ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს კი მათ სატრანსპორტო კომპანია 8 ლარსა და 65 თეთრს უხდის.
 
„თანხმობა არ იყო არაფერზე, მხოლოდ დაპირება, რომ 2019 წლიდან დავსხდებით და მოვილაპარაკებთო. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია, ვაგრძელებთ შიმშილობას, საგაფიცვო რეჟიმში ვართ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა,“-განაცხადა თბილისის მეტროს თანამშრომელმა მერაბ ბიჭიკაშვილმა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...