მთავარისიახლეებისამართალიშეხვედრა პრემიერ მინისტრთან დასრულდა. რა მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა?

შეხვედრა პრემიერ მინისტრთან დასრულდა. რა მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა?

Published on

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილს მიეცა გონივრული ვადა არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და დამნაშავეების დასაჯელად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქციები:
 
„ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, თუ ჩვენ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები ცხადია იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, მიეცა გონივრული ვადა, დაახლოებით 10-14 დღე“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
 
  გიორგი კვირიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, შეხვედრას  ესწრებოდნენ  ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
 
შეგახსენებთ, მხარეების გადაწყვეტილებით მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის პრემიერთან შეხვედრა ცალ-ცალე შედგა. ამ წუთებში მიმდინარეობს  პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ს ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მშობლებსა და ადვოკატებთან. შეხვედრაზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. .

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...