მთავარისიახლეებისაზოგადოებადრეზდენში მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის დროს საქართველოს ოთხი მოქალაქე დაშავდა

დრეზდენში მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის დროს საქართველოს ოთხი მოქალაქე დაშავდა

Published on

დრეზდენში მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქეები დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად 47 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა, კიდევ სამი ქართველი ახალგაზრდა კი მსუბუქად დაშავდა.
 
გამოძიების ცნობით, უთანხმოება თავდაპირველად 20 კაცს შორის დაიწყო, თუმცა მალევე ჩხუბში 60-მდე ადამიანი ჩაერთო. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
 
მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა 15 მიგრანტი დააკავეს, თუმცა ყველა მათგანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
 
წესრიგის დარღვევისა და სხეულის მძიმედ დაზიანების ბრალდებით გამოძიება ორი ლიბიელისა და ერთი, 29 წლის ქართველის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
 
ანალოგიური ინციდენტი დრეზდენის სხვა მიგრანტთა თავშესაფარში გასულ კვირასაც მოხდა.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...